25 აპრილი, 2018
რა როლი აკისრია მამას გოგონას აღზრდისას
მამის როლი ძალიან მნიშვნელოვანია შვილების აღზრდისას. ამჯერად გაგაცნობთ რჩევებს, თუ როგორ უნდა ჩაერიოს მამა ქალიშვილის ცხოვრებაში, ისე, რომ მისი გაღიზიანება არ გამოიწვიოს.
იყავით სამაგალითო მეუღლე, რათა თქვენი ქალიშვილისთვის მისაბაძ ადამიანად იქცეთ და ოჯახში მუდმივად სითბო და სიყვარული იყოს.
ნუ მოგერიდებათ მოუმზადოთ საჭმელი შვილს. ნუ დაანახებთ გოგონას, რომ სამზარეულოში ტრიალი მხოლოდ ქალის საქმეა.
გოგონებისთვის მამები ავტორიტეტები არიან, ამიტომ იოლად დაარწმუნებთ ქალიშვილს, რა საქმეს უნდა მოჰკიდოს ხელი და თქვენი დახმარებით წარმატებას მიაღწევს.
მოზრდილობისას მამამ უნდა აგრძნობინოს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია შვილის აზრი.
საყურადღებოა პერიოდი, როდესაც გოგონას პირველი თაყვანისმცემლები უჩნდება. მამა უნდა ეცადოს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მათთან, რათა თავიდან აიცილოს შვილთან კონფლიქტი.
გოგონებს უყვართ, როდესაც მამას საიდუმლოს ანდობენ. ამიტომ გახდით მისი მეგობარი. არასერიოზული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ ნდობას დაგაკარგვინებთ და ქალიშვილი უფრო სერიოზულ ამბებს დაგიმალავთ.