26 აპრილი, 2018
10 ფაქტი, რითი არის ფინეთის განათლების სისტემა საინტერესო
1. ფინეთის სკოლებში განათლების სისტემა არის უფასო. ყველანაირი ნივთი ( წიგნები, ჩანთა, კალმები, ფანქრები, რვეულები და ა.შ ) ასევე არის უფასო. უფასოა ექსკურსია, ასევე თუ მოსწავლე სკოლიდან 2კმ-ით დაშორებით ცხოვრობს მას უფასოდ ემსახურება მანქანა.
2. ფინეთის სკოლებში მოსწავლეებს გაკვეთილზე შეუძლიათ შეასრულონ განსხვავებული სირთულის დავალებები, დავალების სირთულე დამოკიდებულია მოსწავლის შესაძლებლობებზე. მოსწავლეს თავად შეუძლია გადაწყვიტოს რა არის მისთვის საინტერესო. თუ გაკვეთილზე მოსწყინდება შეუძლია წიგნის კითხვით ან კერვით დაკავდეს.
3. შეფასების სისტემა ფინეთში 10 ქულიანია, მაგრამ მესამე კლასამდე ქულები არ იწერება. მე-3-7-ე კლასამდე შეფასება არის სიტყვიერი: “საშუალოდან”-“საუკეთსომდე”. ქულებზე ინფორმაციას აქ მხოლოდ მოსწავლე ფლობს.
4. სკოლებში არ არის ფორმა და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ტანსაცმელზე. ბავშვებს შეუძლიათ გაკვეთილზე პიჟამოთი მივიდნენ.
5. ფინეთის სკოლებში ბავშვები არ არიან ვალდებულნი იჯდნენ მერხებთან. მათ თავისუფლად შეუძლიათ იწვნენ დივანზე ან ხალიჩაზე. კარგ ამინდებში ბუნებაში ტარდება.
6. მიაჩნიათ, რომ ბავშვებმა თავისუფალი დრო უნდა გაატარონ საინტერესოდ, მეგობრებთან ან მშობლებთან ერთად და არა დავალების კეთებაში. აქ ძალიან მცირე საშინაო დავალებას აძლევენ.
7. გამოცდები ფინეთის სკოლებში არ არსებობს. მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, გამოსაშვები გამოცდები 16 წლის ასაკში უტარდებათ.
8. ფინეთის სკოლებში ყველა 45 წთიანი გაკვეთილის შემდეგ შესვენება მინიმუმ 15 წთ გრძელდება.
9. კვება ფინეთის სკოლებში არის უფასოა. ერთი თვით ადრე სკოლის საიტზე იდება მენიუ, საიდანაც ბავშვს შეუძლია აირჩიოს თუ რა უნდა რომ მიირთვას.
10. ფინეთის სკოლის ბიბლიოთეკებში ყავთ სპეციალური ძაღლები, რომლებიც ბავშვებს კითხვას აყვარებენ. ისინი კომპანიონობას უწევენ ბავშვებს ბიბლიოთეკაში კითხვისას და წყნარად უსმენენ, როცა პატარები მათ უყვებიან წაკითხულ ისტორიებს.