26 აპრილი, 2018
რა ასაკიდან იწყებენ ინტერნეტთან ურთიერთობას ბავშვები სხვადასხვა ქვეყნებში
ბოლო 5 წლის განმავლობაში განმავლობაში მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა ბავშვების მიჯაჭვულობა სხვადასხვა სახის კომპიუტერულ ტექნიკაზე.
ისინი უყურებენ ვიდეოებს, თამაშობენ და ეძებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას ინტერნეტის დახმარებით.
ევროპაში ამ მხრივ სტატისტიკა საგანგაშოა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კუთხით სხვა ქვეყნებს არც საქართველო ჩამოუვარდებათ.
დიდი ბრიტანეთი: 3-4 წლის ბავშვები ინტერნეტში შედიან პერსონალური
კომპიუტერებით, ნეთბუქებითა და ლეპტოპებით, 6% იყენებს ტაბლეტებს, ხოლო 3%
მობილურ ტელეფონებს. 5-7 წლის ბავშვების 85%-მა იცის როგორ გამოიყენოს ინტერნეტი.
გერმანია: 6-7 წლის ბავშვების 21% და 8-9 წლის ბავშვების 48% ამბობს, რომ
ინტერნეტს იყენებს საკმაოდ ხშირად...
ფინეთი: 7 წლის ბავშვების 64% იყენებს ინტერნეტს...
ბელგია: სკოლამდელი ასაკის ბავშვების 70% რეგულარულად იყენებს ინტერნეტს.
შვედეთი: სკოლამდელი ასაკის ბავშვების 70% ხანდახან მაინც იყენებს ინტერნეტს.
ნიდერლანდები: 78% სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა იყენებს ინტერნეტს, ხოლო 1 წლის ქვემოთ მყოფი ბავშვების 5%-ს შეუძლია ინტერნეტში შესვლა.
ნორვეგია: 0-6 წლამდე ბავშვების 58% მოიხმარს ინტერნეტს.