02 მაისი, 2018
ინგლისის დედოფალმა შვილიშვილი მოინახულა - როგორ სახლში ცხოვრობს სამეფო ოჯახი
23 აპრილს, ქეით მიდლტონმა იმშობიარა და სამეფო ოჯახს კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატა. ლუი დედოფალ ელისაბედ მეორეს მე-6 შვილიშვილია. პატარა დაბადებისას 3 კილოგრამსა და 83 გრამს იწონიდა.
ქეით მიდლტონმა მესამე ბავშვი წმინდა მერის საავადმყოფოში გააჩინა. პრინც უილიამს და ქეითს ორი შვილი - 4 წლის ჯორჯი და 2 წლის შარლოტა ჰყავთ. წყვილი ბავშვებთან ერთად კენსინგტონის სასახლეში ცხოვრობს, მათი მეზობლები იქნებიან პრინცი ჰარი და მეგანი, ქორწინების შემდეგ.
დაბადებიდან ერთ კვირაში პატარა ლუის გასაცნობად კენსინგტონის სასახლეში დედოფალი ჩაფრინდა.92 წლის მონარქი ახალშობილის მოსანახულებლად სანდრინგემიდან საკუთარი ვერტმფრენით ჩაფრინდა.
ამ დრომდე შვილიშვილი ნანახი არ ჰყავდა უილიამის მამას, პრინც ჩარლზს, რის გამოც სოციალურ ქსელში კრიტიკა დაიმსახურა.