03 მაისი, 2018
როგორ გამოიყურება მომავლის სკოლა შვედეთში, სადაც ბავშვებს მერხები არ უდგათ
ამ საოცარი სკოლის იდეა არქიტექტურულ კომპანია „როსან ბოშს“ ეკუთვნის...
ამ სკოლაში ბავშვები არ ზიან მერხებზე და პედაგოგებს მათ მიმართ ინდივიდუალური და თავისუფალი მიდგომა აქვთ.
სკოლა შვედეთში, სტოკჰოლმში მდებარეობს და ბავშვებისთვის სასწავლო სივრცე ხუთ ზონად არის დაყოფილი.
ესენია:
გამოქვაბულები - სადაც სწავლობენ და განმარტოვდებიან
ლაბორატორია - სადაც პრაქტიკულ სამუშაოებს ატარებენ
ცეცხლი - სადაც ერთად იკრიბებიან
წყალი - ამ სივრცეში დისკუსიები იმართება
შოუოფი - იქ სადაც აღმოჩენები ხდება და ნოვატორული იდეების რეალიზება.