07 მაისი, 2018
რა საფრთხეს შეიცავს ბავშვის ფიზიკური დასჯა - გაფრთხილება მშობლებს
იცით, რატომ უნდა თქვათ უარი ბავშვის ფიზიკურ დასჯაზე და რა საფრთხეები ახლავს მას? ალბათ ხშირად გაგიგონიათ - „მე მშობლები მცემდნენ, მაგრამ ცუდი ვარ?“, „ცემის გარეშე ბავშვები უკონტროლოები ხდებიან“... სამწუხაროდ, ბევრი მშობელი თვლის, რომ ცემა არის ბავშვის აღზრდის მნიშვნელოვანი „ინსტრუმენტი“.
ხშირად მშობლები წამორტყმას, ყურის აწევას, თმის მოქაჩვას და ა.შ არ თვლიან ცემად, ფიზიკურ დასჯად, თუმცა ემოციური და ქცევითი თვალსაზრისით, მსგავს ქმედებას იგივე შედეგი მოჰყვება. ბავშვის ფიზიკურ დასჯას გარკვეული საფრთხეები ახლავს:
• ბავშვები ტკივილთან ერთად გრძნობენ წყენას, სიბრაზეს და იღებენ ემოციურ ტრავმას; მოგვიანებით ეს აუცილებლად აისახება ოჯახურ ურთიერთობებზე.
• ბავშვის ცემით, მას ასწავლით, რომ თქვენი ეშინოდეს; ბავშვები ითვისებენ ამ მოდელს და თავად სცემენ სხვა ბავშვებს, მოგვიანებით საკუთარ შვილებს.
• ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვები სწავლობენ როგორ აიცილონ ცემა, სწავლობენ ტყუილის თქმას და განცდების დამალვას.
• ფიზიკური დასჯით ბავშვმა შეიძლება სერიოზული ტრავმა მიიღოს, რისი გამოსწრებაც ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია.
აუცილებლად ჩაეხუტეთ ხშირად შვილებს, იცოდეთ, რომ ეს მის ნერვულ სისტემაზე ყველაზე დადებითად აისახება.