11 მაისი, 2018
3 რამ, რაც მამამ 13 წლამდე უნდა ასწავლოს თავის ქალიშვილს
მამებსა და ქალიშვილებს რომ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ ამაზე ბევრი დაწერილა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე რთულ წლებში, გოგონებზე მამის რჩევა-დარიგებები იდეალურად მოქმედებს.
ამიტომ გთავაზობთ, სამ თემას, რომლის შესახებაც თქვენს გოგონებს აუცილებლად უნდა ესაუბროთ, სანამ 13 წლის გახდებიან.
ესაუბრეთ რომ უყვარდეს საკუთარი თავი, ისეთი როგორიც არის
უთხარით, რომ უყვარდეს მისი სხეული, მსუქანიც და გამხდარიც, ჩაიცვას ის ტანსაცმელი რაც უნდა და არ იდარდოს იმაზე, რას იტყვიან სხვები, მთავარია თავად გრძნობდეს თავს კომფორტულად და სარკეში საკუთარი თავის დანახვა უხაროდეს. უბრალოდ ნუ დაიწყებს ნაადრევად დიდი დოზით მაკიაჟის გაკეთებას, ეცადოს, რომ ჰგავდეს მისი ასაკის გოგონას და ნუ მოიმატებს წლებს ხელოვნურად.
აუცილებლად ეყოლება მასზე ლამაზი კლასელი გოგონები
და ამაში ტრაგედია არაფერი არ არის. შეიძლება სულაც არ იყოს კლასში პოპულარული გარეგნობის გამო, მაგრამ სწორედ მასზე ლამაზ გოგონებს აჯობოს, კარგად სწავლით, სწორი ქცევებითა და მიზანდასახულობით, რომელიც მომავალში ძალიან დიდ კარიერულ წარმატებას მოუტანს. ეცადეთ, დააჯეროთ, რომ მინიმუმ ორი უცხო ენა ისწავლოს სრულყოფილად.
აკეთოს სიკეთე
მის ასაკში გოგონებს შორის კონკურენცია დიდია და ხშირად გულსატკენ სიტყვებსაც არ იშურებენ ერთმანეთის მისამართით. ცხადია, ვერ აიძულებთ საკუთარ შვილს, რომ სხვების კრიტიკა ან დაცინვა ღიმილით აიტანოს, მაგრამ ასწავლეთ სიკეთის კეთება. თავად ნუ გაბოროტდება სხვების მისამართით და ნუ დასცინებს თანატონებს გარეგნობის ან ცუდად სწავლის გამო.