15 მაისი, 2018
10 საუკეთესო რჩევა მოსწავლეებს, არდადეგები რომ საინტერესოდ გაატაროთ
იმისათვის რომ არდადეგები საინტერესოდ გაატაროთ და ახალ სასწავლო წელს ენერგიულად შეხვდეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
1. მიუხედავად იმისა, რომ ისვენებთ და სკოლაში არ გეჩქარებათ, ეცადეთ, რომ დილას ყოველთვის ადრე ადგეთ და ივარჯიშოთ, რათა ზაფხულში ფორმიდან არ ამოვარდეთ. სამაგიეროთ შეგიძლიათ შუადღის ძილზე არ თქვათ უარი.
2. ბევრი დრო გექნებათ საკუთარ თავზე სამუშაოდ, ამიტომ რაც არ მოგწონთ იმის გამოსწორებაზე იმუშავეთ. ეს შეიძლება იყოს, მეტყველება, რომელიმე ენა ან ზედმეტი წონა...
3. მხატვრული ლიტერატურის კითხვა კარგია, მაგრამ ეცადეთ, დოკუმენტური ფილმების ნახვაზეც არ თქვათ უარი.
4. დაისვენეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ დღეში ერთი საათი ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს დაუთმეთ - ეს კი ფიზიკური შრომაა...
5. კარგი იქნება თუ არდადეგებზე ცურვისთვისაც გამონახავთ დროს.
6. უარი არ თქვათ ახალ ნაცნობებზე, პირიქით, უკეთესია თუ ბოლომდე დაისვენებთ იმ მეგობრებისგან, რომლებიც მთელი წელი თქვენს გვერდით იყვნენ.
7. უყურეთ კვირაში სამ ახალ ფილმს.
8. აუცილებლად მოინახულეთ ორი ან სამი ახალი ახალი ადგილი, ეს შეიძლება იყოს მუზეუმი, ისტორიული ძეგლები, მოიწყეთ მცირე ექსკურსია.
9. გაერთეთ მეგობრებთან ერთად...
10. გადაიღეთ ბევრი ფოტოები....