17 მაისი, 2018
რა სახის პროდუქტი უნდა მიირთვას მოსწავლემ მეხსიერების გაუმჯობესებისთვის
მართალია, მოსწავლეებისთვის სწავლასთან ერთად, ყველაზე რთული სასარგებლო საკვების დაძალებაა. რა სახით უნდა აჭამოთ ბავშვებს ესა თუ ის სასარგებლო პროდუქტი ამას ჩვენი რჩევებიდან გაიგებთ.1. თევზი - საუკეთესოა თუ მოხარშულს შეარჩევთ. თევზი იდეალურია როგორ მხედველობისთვის, ასევე მეხსიერებისთვის.
2. კვერცხი - აუცილებლად მოხარშული, რათა ქოლესტერინისგან დაიცვათ ბავშვის ორგანიზმი.
3. არ იფიქროთ, რომ ბავშვმაც ყოველდღიურად 2 ლიტრი წყალი უნდა მიირთვას, ისე როგორც უფროსებმა. მათთვის საუკეთესო ნორმაა 1-1,5 ლიტრტი.
4. მოხარშული კარტოფილი აუცილებლად ჩართეთ ბავშვის მენიუში.
5. ბროკოლი საუკეთესოა საკვებს შორის, რასაც თქვენ შვილს მიართმევთ. ვიტამინებით გაჯერებულ ბოსტნეულზე, პატარები ხშირად უარს ამბობენ, მაგრამ ეცადეთ შეაყვაროთ.
6. რძის პროდუქტები უზრუნველყოფს ბავშვის ორგანიზმს კალცის დღიური ნორმით.
7. კაკალი თითქმის ყველა ბავშვს უყვარს. ამიტომ თუ ალერგიული არაა, ნორმირებულად, კვირაში სამჯერ მაინც აჭამეთ.