18 მაისი, 2018
როგორ გამოიყურება კოლეჯი, სადაც სწავლაზე მსოფლიოს მოსწავლეთა დიდი ნაწილი ოცნებობს
ტურისტებისთვის არცერთი მოგზაურობა არ იქნება საინტერესო ინგლისში, თუ გამოტოვებთ და არ მოინახულებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია მაგდალენის კოლეჯი.
მე-15 საუკუნის დიდებული კოშკი, ქვის ფიგურებით, ძალიან უცნაურად გამოიყურება. სწორედ იქ სწავლობდა გენიალური მწერალი ოსკარი უაილდი.
სხვათაშორის არსებობს მითი, რომ კოლეჯში მოჩვენებები ბინადროვენ. ამას სხვადასხვა დროს კოლეჯის სტუდენტებიც ამტკიცებდნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მაგდალენის კოლეკში, მეჩვიდმედე საუკუნეში სტუდენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან გამოცდაზე ჩაიჭრა.
ამბობენ, რომ სწორედ მისი მოჩვენება ესტუმრებათ ხოლმე სტუდენტებს.
მაგდალენის ბიბლიოთეკას გააჩნია არქიტექტურული წიგნების უდიდესი კოლექცია, რომელთა შორისაც არის Vitruvius’s De Architectura-ის პირველი 1649 წლის ჰოლანდიური გამოცემა.