23 მაისი, 2018
რატომ უნდა შეაყვაროთ ბავშვს ოთხფეხა მეგობარი
უამრავი კვლევით დადგენილია, რომ ოთხფეხა შინაური ცხოველების სახლში ყოლა ბავშვზე დადებითად მოქმედებს.
გთავაზობთ, რამდენიმე მიზეზს, საიდანაც გაარკვევთ თუ რატომ არის სასიკეთო თქვენი შვილისთვის შინაური ცხოველის ყოლა.
როდესაც სახლში ძაღლი ან კატა ცხოვრობს ბავშვი ბედნიერი და უფრო კომუნიკაბელური ხდება. ის არასოდეს იწყენს, რადგან მასთან ერთად თამაშობს.
ძაღლები ეხმარებიან ბავშვებს, რომ ისწავლონ ზრუნვა - ბავშვს სიამოვნებს, როდესაც როცა ზრუნავს თავის ოთხფეხა მეგობარზე, აჭმევს, იცავს და სეირნობს მასთან ერთად.
ძაღლი და კატა ეხმარება ბავშვს, რომ უფრო მშვიდი იყოს. მშვიდი ბავშვი კი უფრო მეტადაა წარმატებაზე ორიენტირებული და არ აწუხებს სტრესი.
ეჩვევა დამოუკიდებლობას - იელის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით ამ დროს ბავშვებს უმუშავდებათ საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი და ხდებიან უფრო დამოუკიდებლები.