23 მაისი, 2018
5 რამ, რაზეც მშობლებმა შვილებთან არ უნდა ისაუბროთ
1. არასოდეს დაანახოთ როგორ მიირთმევთ იმ საკვებს, რომლის ჭამასაც თავად უკრძალავთ. მაგალითად, ჩიფსები, გაზიანი სასმელები... ნუ გაიმართლებთ თავს რომ თქვენ დიდი ხართ და შეიძლება.
2. არ აყურებინოთ ბავშვს როგორ ჩხუბობთ მეუღლესთან და არ მოუყვეთ თქვენი კონფლიქტის მიზეზების შესახებ.
3. ნუ დაანახებთ როგორ გეზარებათ საოჯახო საქმეების კეთება და ამაზე უსასრულოდ ნუ ესაუბრებით. ეცადეთ, თავადაც ჩართოთ იმის კეთებაში რაც თქვენ ასე გეზარებათ. ამით შრომას მიაჩვევთ და თქვენც საქმე გაგიადვილდებათ.
4. ნუ ესაუბრებით თქვენს ავადმყოფობაზე, იმაზე რომ ცუდად ხართ. ეცადეთ შედარებით მარტივად მიაწოდოთ მას. რადგან მისი ფსიქიკა ამხელა დარტყმისთვის მზად არაა.
5. ნუ იწუწუნებთ ბავშვთან უფულობაზე, რადგან მას სიღარიბის კომპლექსს გაუჩენთ და თქვენი სტრესი შვილსაც გადაედება.