29 მაისი, 2018
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შვილს ღამე დაძინებისა და გაკვეთილის მოყოლის ეშინია
ბავშვებს ხშირად ესიზმრებათ კოშმარები და ღამე ტირილითაც არაერთხელ ეღვიძებათ, თუმცა შიში უსაფუძვლოდ არ ჩნდება, ეს შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ტრამვებმა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა მიაკითხოთ ექიმს. მაგალითად, თუ ბავშვი, რაიმე მძიმე შემთხვევის, დანაშაულის მოწმე გახდა. მაგრამ თუ შიში მსუბუქია, შეგიძლიათ მათ თავად დაეხმაროთ.
„ნუ გეშინია“ - ამ სიტყვებით პრობლემას ვერ მოაგვარებთ. დასახეთ, რამდენიმე გეგმა, რითით შვილს შიშების დამარცხებაში დაეხმარებით.
1. იმ დროს, როდესაც ბავშვს არაფრის ეშინია: სთხოვეთ, დეტალურად აღგიწეროს, რას ხედავს ღამე, რაზე ფიქროპბს დაძნებამდე. თუ საწოლქვეშ ან კარადაში ურჩხული ელანდება, უთხარით, რომ წამოიდგუნოს მეორე ოთახში მეომრების არმია, რომელიც შემოვა და ურჩხულს დაამარცხებს. ამავეს შეძლებს მისი საყვარელი გმირი ბეტმენი, სპაიდერმენი ან სუპერმენი.
2. ეცადეთ, მის მიერ აღწერი ურჩხულს დასცინოთ, ოღონდ არა ისე, რომ ნუ გეშინია სასაცილოა, უბრალოდ აუხსენით, რომ მას ძალიან სასაცილოდ დიდი ყურები, კბილები აქვს, ამით ბავშვი შიშის გრძნოვას დაამარცხებს.
3. თუ გაკვეთილზე გამოსვლის ეშინია, აუხსენით, რომ თუ კარგად მოემზადება, და მოყვება გაკვეთილს, მას არავინ დასცინებს. ავარჯიშეთ სახლში გაკვეთილის მოყოლაში, ამით აუდიტორიას მიეჩვევა.
4. თუ მისი შიშის მიზეზი, რომელიმე აბსტრაქტული გმირია, თავთან დაუდეთ საყვარელი სათამაშო ან უბრალოდ წყლის შესასხურებელი და უთხარით, რომ ბოროტი თუ გამოჩნდება, სახეში შეასხუროს, ან სათამაშო აჩვენოს და ის შეშინებული გაიქცევა.დასასრულს, აუცილებლად გაარკვიეთ, ამ ყველაფრის მიზეზი ჩაბნელებულ ოთახში ძილი ჰო არაა და მიიღეთ შესაბამისი ზომები.