29 მაისი, 2018
5 ფილმი, რომლებიც მშობლებმა და შვილებმა ერთად უნდა ნახონ
ფილმების ყურება შვილებთან ერთად დიდი სიამოვნებაა. რაც მთავარია, ბავშვის აღზრდის პროცესში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მშობელთან ერთად ფილმის ნახვას ის პლუსიც აქვს, რომ ბავშვს დასრულების შემდეგ მსჯელობისა და ანალიზის საშუალებაც მიეცემა.
1. მისის დაუტფაიერი
ფილმში რეალური ცხოვრების სურათია აღწერილი. განქორწინებული მშობლები და ურთიერთობა შვილებთან. ფილმის მიზანია, აჩვენოს შვილებს, რომ მშობლებისთვის ისინი ყველაზე განსაკუთრებულები არიან.
2. სათამაშო მოედანი
ფილმი აჩვენებს თქვენს პატარას, რომ მისი მეგობარიც შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის ნაკლებად მოსაწონი ადამიანი.
3. ჯეკი
10 წლის ცოტა უცნაური ბიჭის ისტორია, საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. მას სურს რომ ჰყავდეს ბევრი მეგობარი, მაგრამ ვერ გამოსდის.
4. ფორესტ გამპი
ფილმი ბაშვებს დაანახვევს რა რთულია ცხოვრებაში ადამიანმა თავისი ადგილი იპოვოს და გაუმკლავდეს სირთულეებს.
5. ჩემი გოგო
ეს შეიძლება თქვენი შვილისთვის საყვარელ ფილმად იქცეს, რადგან ფილმ ში ასახული მშობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ბავშვის გონებაში სამუდამოდ რჩება.