04 ივნისი, 2018
„ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარს Izrune.ge ავითარებს“ - თბილისის N191 საჯარო სკოლა
თბილისის N191 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge - ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრას თბილისის N191 საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ბაქრაძე, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა, მშობლებთან, პედაგოგებთან და პროექტის ავტორთან ერთად, იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარეს და საგანმანათლებლო პორტალის ინოვაციურობითა და მიზნებით აღფრთოვანებულნი დარჩნენ.
მშობლების თქმით, პორტალი ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარს უვითარებს ახალგაზრდებს, რაც მოსწავლეთა წარმატებული მომავლისათვის გარდაუვალი აუცილებლობაა.
სკოლის დირექტორმა, თინათინ ბაქრაძემ, სიხარული გამოხატა მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ izrune.ge - ს მიმართ მაღალი ინტერესითა და შეფასებით და სკოლის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე გოჩა ტყეშელაშვილმა თბილისის N191 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ინტელექტ - ჩემპიონატის პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს, სერთიფიკატები პირადად გადასცა.
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაციის გამართვის სურვილი თბილისის მრავალმა სკოლამ გამოთქვა.
ამდენად, საპრეზენტაციო სკოლები შემდეგი კრიტერიუმებით ირჩევა:
1. სკოლის დირექტორი და მისი მენეჯერული უნარები
2. პედაგოგები და მათი ეფექტური მუშაობა
3. მოწადინებული მოსწავლეები და მათი მშობლები
შეგახსენებთ, რომ ახალი საიტი
Izrune.ge გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.