06 ივნისი, 2018
შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობლებს თბილისის N106 საჯარო სკოლა უერთდება
თბილისის N106 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge - ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ისანი-სამგორის რესურსცენტრის წარმომადგენელი მაია შალიკაშვილი, თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა, პროექტის ავტორთან ერთად, იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარეს და შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობლეთა რიცხვს თბილისის N106 საჯარო სკოლა izrune.ge - ზე შეუერთდა.
სკოლის დირექტორმა, თენგიზ გულორდავამ, მშობლებთან და პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე გოჩა ტყეშელაშვილმა თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ინტელექტ - ჩემპიონატის პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს, სერთიფიკატები პირადად გადასცა.
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge -ს პრეზენტაციის გამართვის სურვილი თბილისის მრავალმა სკოლამ გამოთქვა.ამდენად, საპრეზენტაციო სკოლები შემდეგი კრიტერიუმებით ირჩევა:
1. სკოლის დირექტორი და მისი მენეჯერული უნარები
2. პედაგოგები და მათი ეფექტური მუშაობა
3. მოწადინებული მოსწავლეები და მათი მშობლებიშეგახსენებთ, რომ ახალი საიტი Izrune.ge გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.