07 ივნისი, 2018
როგორ იქცევა იდეალური მშობელი შვილთან ურთიერთობისას
1. ასრულებს დანაპირებსორი გზა არსებობს: ან არ უნდა დაპირდეთ შვილებს ის, რისი განხორციელებაც არ შეგეძლებათ ან არ მოგესურვებათ, დაპირების შემთხვევაში კი აუცილებლად შეასრულეთ თქვენი სიტყვა.
2. ყოველთვის ახალისებს და აქებს შვილს
შვილებს ძალიან მოსწონთ სიტუაციები, როცა მათი მიზეზით მშობელი ბედნიერი და კმაყოფილია. შესაბამისად, ისინი მათგან ყოველთვის დადებით რეაქციას ელიან.
3. სწორად აფასებს მის შესაძლებლობებს
შესაბამისად, მან თავად უნდა გადაწყვიტოს რა გამოსდის, რისი გაკეთება სურს და რისი არა.
4. მუდმივად ინარჩუნებს პოზიტიურ განწყობას
ადამიანები ხშირად საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავთ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ უმჯობესია აგრესიულ მიდგომებზე შვილებთან ურთიერთობისას უარი ვთქვათ და შენიშვნის მიცემის დროსაც კი ვიყოთ პოზიტიურები.