08 ივნისი, 2018
5 რჩევა მშობლებს, როგორ გაზარდოთ შვილი გენიოსად...
1. იმისათვის რომ ბავშვი წარმატებული გაიზარდოს, ძალიან მნიშვნელოვანია შთააგონოთ ერთი ჭეშმარიტება - „მე ყველაფერი თავად შემიძლია“.
2. თუ ბავშვს რაიმე არ გამოსდის, უფროსებმა უნდა შეახსენონ, რომ დასაწყისი ყოველთვის რთულია, მოქმედებისას კი საქმე მარტივდება.
3. იმის მაგივრად რომ ბავშვებს მუდმივად სახლში წესრიგის დაცვაზე ესაუბროთ, მიეცით საშუალება იცხოვრონ კომფორტულ გარემოში და თანდათან მოუყევით წესრიგის სარგებლობაზე.
4. მშობლები გასეირნების დროს ხშირად უყვირიან ბავშვებს: „იქ არ შეძვრე“, „ხელი არ ახლო“. მაგრამ უფრო ბრძენმა მშობლებმა იციან, რომ ბავშვმა ბავშვობაში უნდა დახარჯოს მთელი თავისი ენერგია, რომ მომავალში ცხოვრება გაუადვილდეს.
5. უფროსების პატივისცემა უნდა მიაჩვიოთ რაც შეიძლება ადრე. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ ოჯახში პირველ ადგილზე მშობლები არიან, და ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ.