08 ივნისი, 2018
აკაკი წერეთელის 9 საინტერესო გამონათქვამი ცხოვრებაზე...
1. გონიერი რომ უგნურს ხელში სამართებელს მიცემს, ნუღარ დაემდურება, თუ უგნურმა პირველად იმ გონიერსვე გამოსჭრას ყელი.
2. ქართველ მოღვაწეს ყველას თვალში ვამცირებთ!.. სიცოცხლეში ვატირებთ, რომ მოკვდება ვიტირებთ!..
3. ვინც მეტსა გრძნობს, იმას უფრო ხშირად უტყდება გული.
4. ვინც წარსულს ივიწყებს, ის მომავალზედაც ხელს იღებს.
5.ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და ტყუის, იქ გრძნობა მართალია.
6. ზურგს უკან ყველა ღაღადებს, პირშიმთქმელი კი ძვირია.
7. უღირსი კაცისაგან გმობა ისეთივე სანატრელია, როგორც ღირსეულისაგან ქება.
8. იქ ვარდს ან იას ვინ მოჰკრეფს, სადაც ეკალი სთესია?
9. პატარა ნაპერწკალი სჯობს დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა.
10. მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული.