izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
სკოლამდელი აღზრდა
20 ოქტომბერი, 2017
„5 წლამდე ბავშვს მეფესავით მოექეცით, მერე...“ - ტიბეტელი ბერების აღმზრდელობითი მეთოდები

ტიბეტური აღზრდის მეთოდი ბავშვის ყოველგვარ დამცირებასა და ფიზიკურ დასჯას გამორიცხავს. ტიბეტელიბერების აზრით, ბავშვის ცემის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ უფროსისთვის ხელის შებრუნება არ შეუძლიათ. ტიბეტური მეთოდი აღმზრდელობთ მიდგომას რამდენიმე პერიოდად ჰყოფს.

პირველი პერიოდი: 5 წლამდე

ბავშვს ისე მოექეცი, როგორც მეფეს, არაფერი აუკრძალო, მხოლოდ ყურადღება გადაატანინე. თუ ისეთ რამეს აკეთებს, რომ შეიძლება რამე დაიშავოს, შეშინებული სახე მიიღე და ხმითაც შიში გამოხატე. ეს ენა ბავშვს მშვენივრად ესმის. ამ ასაკში ყალიბდება ცნობისმოყვარეობა და ცხოვრებისადმი ინტერესი. ბავშვს მოვლენებსშორის ჯერ ლოგიკური ჯაჭვის გაბმა არ შეუძლია. ვთქვათ, ძვირფასი ლარნაკი გატეხა. მას არ ესმის, რომ ამლარნაკის საყიდლად ბევრი ფულია საჭირო. თუ დასჯით, ამას ძალადობად აღიქვამს. ამით ისწავლის, რომ ლარნაკი აღარ უნდა გატეხოს, სამაგიეროდ ყოველთვის დაემორჩილება ძლიერს. გინდათ ეს?

მეორე პერიოდი: 5-დან 10 წლამდე

ამ ასაკში ისე უნდა მოექცე, როგორც მონას. დაუსახე ამოცანები და მათი შესრულება მოსთხოვე. შეუსრულებლობისთვის დასაჯე, ოღონდ არა ფიზიკურად. ეს პერიოდი ინტელექტის განვითარების დროა. ბავშვი თანდათან აცნობიერებს, რა რეაქცია ექნებათ მის ამა თუ იმ საქციელზე, უნდა ეცადოს, პოზიტიური განწყობა დაიმსახუროს და არა უარყოფითი. თავი არ შეიკავოთ და მაქსიმალურად დატვირთეთ სწავლით.

მესამე პერიოდი: 10-დან 15 წლამდე

როგორ მოექცეთ? როგორც თანატოლს. უფრო სწორად, ვითომ თანატოლს, რადგან თქვენ მაინც მეტიგამოცდილება გაქვთ. განიხილეთ მასთან ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ხელი შეუწყვეთ, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.

თქვენი აზრი თავს კი არ მოახვიოთ, „ხავერდის ხელთათმანებით“ მიაწოდეთ ის, ქვეტექსტებით აუხსენით, რჩევისსახით მეცით. თუ არასწორ გზას დაადგა, ყურადღება გაუმახვილეთ მისი შედეგების უარყოფით ნაწილზე. პირდაპირ ნურაფერს აუკრძალავთ. ზუსტად ამ ასაკში ყალიბდება დამოუკიდებლობა და თვითმყოფადი აზროვნება.

ბოლო პერიოდი: 15 წლის ზევით

პატივისცემით მოექეცით, მისი აღზრდა უკვე დაგვიანებულია და ისღა დაგრჩენიათ, თქვენი დათესილი მოიმკათ.

რა მოხდება, თუ ამ წესებს არ დაიცავთ? თუ 5 წლის ბავშვს ზედმეტად მკაცრად მოექცევით, მასში აქტიურობას, ინტელექტსა და ცხოვრებისადმი ინტერესს ჩაკლავთ. ბავშვი უხეში ძალის მორჩილებას მიეჩვევა და ნებისმიერიარამზადას ხელში ადვილ მსხვერპლად იქცევა.

თუ 5 წლის ზევით მის განებივრებას გააგრძელებთ, ბავშვი ინფანტილური გაიზრდება, უძლური იქნებასიძნელეების წინაშე. თუ იმავეს 10 წლის შემდეგაც განაგრძობთ, მერყევ, თავდაუჯერებელ პიროვნებას მიიღებთ, რომელიც მასზე უფრო დამოუკიდებელი მეგობრების გავლენის ქვეშ მოექცევა, ეს გავლენა კი ყოველთვის სასიკეთო არ იქნება.

თუ შვილს 15 წლის შემდეგ პატივისცემით არ მოექცევით, ამას არ გაპატიებთ და პირველივე შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ სახლიდან სამუდამოდ წავიდეს.

 

 

 



რას ამბობენ ჩვენზე