11 ივნისი, 2018
Izrune.ge-ს პრეზენტაციიდან მიღებული მუხტი მოსწავლეთა მაღალ ჩართულობაში გადაიზარდა
ისანი-სამგორის რესურსცენტში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრას ისანი-სამგორის რესურსცენტრის უფროსი მეგი როსტიაშვილი-წიკლაური, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
მათი უმრავლესობისთვის izrune.ge უკვე ნაცადი და აღიარებული საგანმანათლებლო პორტალია, რომელშიც ისანი-სამგორის სკოლების მოსწავლეთა დიდი ნაწილია ჩართული.
რესურსცენტრის უფროსმა მეგი როსტიაშვილი-წიკლაურმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს და სამომავლოდ საგანმანათლებლო პორტალში ისანი-სამგორის მოსწავლეთა მეტ აქტივობაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ახალი საიტი Izrune.ge გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.