12 ივნისი, 2018
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენს შვილს დეპრესია აქვს
არსებობს ფრაზები, წინადადებები, რომლებსაც ბავშვები ამბობენ და მშობელი სწორედ ამ ფრაზების საშუალებით უნდა მიხვდეს, რომ შვილს დეპრესია აწუხებს.
1. „რა მემართება?“ - თუ ხედავთ, რომ მოზარდს საკუთარ თავში ეჭვი ეპარება და ეს ხშირად ხდება, არ უნდა უგულებელყოთ. ბავშვს საკუთარი თავისადმი რწმენა აღარ აქვს და ეს მისი შფოთვის საბაბი ხდება.
2. „დავიღალე“ - ბავშვებს აწუხებთ უძილობა, რის გამოც სკოლაში გამოუძინებლებს უწევთ სიარული და სწავლის პროცესი მათთვის რთული ხდება. მუდამ დაღლილობას გრძნობენ. უძილობა კი, უმეტეს შემთხვევაში, შფოთვითაა გამოწვეული.
3. „თავი მტკივა, არ მინდა სკოლაში წასვლა“ - ხშირად ბავშვს სკოლაში წასვლა არ სურს და იმიზეზებს რაიმის ტკივილს. ეს დამაფიქრებელი ნიშანია. მას რაღაც აწუხებს, რაღაც სტანჯავს და ეს მშობელმა არ უნდა უგულებელყოს.
4. „მაპატიე“ - როცა ადამიანს ბოდიშის მოხდა შეუძლია, ეს კარგია, მაგრამ თუ ის უმიზეზოდ იხდის ბოდიშებს და ამას ძალიან ხშირად აკეთებს, ეს პრობლემაა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როცა მოზარდს შფოთვა აწუხებს, მან არ იცის როგორ დაამყაროს კომუნიკაცია ადამიანებთან, ყველაფერში თავის თავს თვლის დამნაშავედ და გამუდმებით ბოდიშებს იხდის. ამიტომ მშობელმა ეს ფაქტი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს.
5. „არ მინდა“ - თუ თქვენი შვილი ყველაფერს თავს არ იდებს და გამუდმებით ამბობს ფრაზას - „არ მინდა“, ეს მიუთითებს რომ შფოთვა აწუხებს. ასეთ დროს მოზარდი ჭამაზეც კი უარს ამბობს.