12 ივნისი, 2018
„მე კი შენგან ბევრს ვითხოვდი, ძალიან ბევრს. მაპატიე, შვილო!
"მისმინე შვილო, მოგმართავ, როცა შენი პატარა ხელი ლოყის ქვეშ ამოგიდვია და მშვიდად გძინავს. მე მარტო შემოვიპარე შენს ოთახში. რამოდენიმე წუთის წინ, როცა გაზეთს ვკითხულობდი, დანაშაულის გრძნობამ წამომაგდო და მომიყვანა შენს საწოლთან...
აი, რაზე ვფიქრობდი, ჩემო ბიჭუნა: დილით მე შენზე გულმოსული ვიყავი, სკოლაში წასვლამდე დაგტუქსე, რადგან იმის ნაცვლად რომ პირი დაგებანა, სახეზე სველი ტილო გადაისვი, გიყვირე, როცა რაღაც დაგივარდა იატაკზე, არც საუზმობისას დაგტოვე «ყურადღების» გარეშე, შენ ჩაი დაგეღვარა, კოვზს მაგიდაზე ურტყამდი, პურზე ბევრ კარაქს უსვამდი და მერე უგემურად იღეჭებოდი.
სახლიდან რომ გავდიოდი, შენ ხელი დამიქნიე და მომაძახე, «ნახვამდის, მამა». მე კი შუბლშეკრულმა პასუხად რაღაც წავიბურდღუნე.
სადილობისას ყველაფერი თავიდან დაიწყო. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ეზოში დაგინახე სხვა ბავშვებთან ერთად მუხლებზე დაჩოქილი პატარა ბურთულებით თამაშობდი, შენ დახეული წინდები გიჩანდა. მე შენ ამხანაგების წინაშე დაგამცირე, გაიძულე, რა წინ გამძღოლოდი სახლისაკენ «შენ თვითონ რომ ყიდულობდე წინდებს, ასე გაუფრთხილებლად აღარ მოიქცეოდი» - მამისგან ამის მოსმენა...
თუ გახსოვს, გაზეთს ვკითხულობდი, შენ მოკრძალებით შემოხვედი ოთახში და კარებთან გაჩერდი, მე გაზეთის ზემოდან გადმოგხედე, გაღიზიანებულმა იმით, რომ კითხვაში ხელი შემიშალეს... «რა გინდა?» გკითხე უხეშად, შენ არაფერი არ მიპასუხე, უცებ მომვარდი, კისერზე ხელები მომხვიე, მაკოცე და გარეთ გავარდი.
და აი, შვილო, მალე გაზეთი ხელიდან ჩამიცურდა და შიშმა შემიპყრო, რა მიყო ჩემმა ჩვევამ, ყოველთვის ვიღაცას შენიშვნა მივცე, რაღაცაში დავადანაშაულო, და ეს შეგეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენ უბრალოდ, პატარა ბიჭი ხარ, მე კი ბევრს მოვითხოვდი ბავშვისგან და ყველაფერს ვზომავდი ჩემი არშინით, უფროსი ადამიანის არშინით.
შენს ხასიათში ხომ ძალიან ბევრია კარგი და სათუთი. შენი პატარა გული ისე დიდია, როგორც განთიადისას მზის სხივებში გახვეული მთები, ეს მაშინ გამომჟღავნდა, როცა მომვარდი და მაკოცე ძილის წინ. ახლა სხვა არაფერს არავითარი აზრი აღარა აქვს, ჩემო შვილო. მე სიბნელეში მოვედი შენს საწოლთან და დავიჩოქე.
ეს ძალიან ცოტაა დანაშაულის გამოსასყიდად, ვიცი, რომ შენ ამ ყველაფერს ჯერ ვერ გამიგებდი, თუნდაც ეს მაშინ მეთქვა, როცა არ გძინავს. მაგრამ ხვალიდან მე შენი ნამდვილი მამა ვიქნები, ვიმეგობრებ შენთან, გავიცინებ, როცა შენ გაიცინებ და მოვიწყენ, როცა შენ მოგეწყინება. მე ენას მოვიკვნეტ თუ იგი შენს გასაღიზიანებლად სიტყვის თქმას დააპირებს.
მე ყოველთვის მემახსოვრება, რომ შენ უბრალოდ ჯერ პატარა ბიჭუნა ხარ. ახლა რომ გიყურებ, დაღლილსა და საბანში გახვეულს, გხედავ რომ ჯერ კიდევ პატარა ხარ, განა ამ რამოდენიმე ხნის წინ არ იყო, დედაშენს ხელში აყვანილი რომ დაჰყავდი? მე კი შენგან ბევრს ვთხოულობდი, ძალიან ბევრს. მაპატიე, შვილო!"