მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ჯიუტი ბავშვი ხშირად მშობლისთვის ნამდვილ თავსატეხად იქცევა ხოლმე. გაბრაზებული და გაჯიუტებული ბავშვის მანერები ალბათ მშობლების უმეტესობისთვის კარგადაა ცნობილი.
ფსიქოლოგების აზრით, მშობლებმა არ უნდა იდარდონ თუ მათ შვილს რთული ხასიათი აქვს და ეს კონკრეტულად სიჯიუტეში გამოხატება, რადგან 2015 წელს ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, ჯიუტი ბავშვები სკოლასა და სტუდენტობის დროს გამოირჩევიან მაღალი აკადამიური მოსწრებით და როდესაც ზრდასრულები ხდებიან არიან წარმატებულები, გამოიმუშავებენ სხვებზე მეტ ფულს.
კვლევის ფარგლებში 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს აკვირდებოდნენ. ბავშვები შეაფასეს პიროვნული თვისებების მიხედვით - კეთილსინდისიერება, სხვისიპატივისცემა და რაც მთავარია, წინააღმდეგობის გაწევის უნარი. წლების შემდეგ მკვლევარებმა შეამოწმეს ეს ბავშვები და ნახეს როგორ განვითარდნენ ისინი. აღმოჩნდა რომ ბავშვები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ წესებს და იყვნენ ჯიუტები, გახდნენ დანარჩენებზე უფრო წარმატებულები.
მკვლევარები წერენ, რომ ბავშვის სიჯიუტე საუკეთესო წინასწარნეტყველია იმისა, თუ რამდენად წარმატებული იქნება ის ზრდასრულ ასაკში.