მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
სანუკვარი პატარას დაბადება ყველა ოჯახის გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გემახსოვრებათ. მაგრამ, დიდ სიხარულს თან პატარ-პატარა სიურპრიზებიც მოსდევს.
აი რა უნდა იცოდეთ თქვენი შვილის შესახებ აუცილებლად. Izrune.ge გთავაზობთ 10 ფაქტს ბავშვებზე, რაც თქვენთვის არავის უთქვამს.
1. 6-7 წლამდე ბავშვებს არ შეუძლიათ უმოძრაოდ, წყნარად გაჩერება თავის ტვინის ნაწილების აქტიური განვითარების გამო;
2. პატარები ვერ იგებენ რატომ „არ შეიძლება“ ახლა, თუ რამდენიმე წუთის წინ „შეიძლებოდა“;
3. ემოციური ინერციის გამო, თქვენი მოთხოვნისას პატარას არ შეუძლია თამაშის უცბად შეწყვეტა;
4. ბავშვი, რომელიც მარჯვენა და მარცხენა ხელსაც ერთნაირად თავისუფლად ფლობს, ინფორმაციას იმ წამსვე ვერ აღიქვამს, აანალიზებს 5-7 წამის დაგვიანებით. ეს ნეირო-ფსიქიკური ქმედების თვისებაა;
5. თუ მშობიარობისას სირთულეები გქონდათ, ბავშვს შეიძლება წყალთან და სილასთან შეხების ეშინოდეს. უბრალოდ მიეცით დრო შეჩვევისთვის;
6. სრულიად ნორმალურია, თუ პატარამ 25-ჯერ დააგდო სათამაშო ძირს სიცილით. ამ მეთოდით ის სამყაროს შეიცნობს, უფრო ზუსტად კი ფრენის ტრაექტორიას;
7. როდესაც დედა ახლოს არაა და პატარა ტირის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისგან განებივრებულია;
8. ბავში ვერ აღიქვამს იმ სიტყვებს, რომლებსაც ხმამაღლა და მბრძანებლური ტონით ეუბნებიან;
9. თუ ბავშვს არ უნდა, რომ თავისი სათამაშოები სხვებსაც გაუზიაროს - ეს ნორმალურია! ის არც ძუნწია და არც ცუდად აღზრდილი. ასეთი მეთოდით ის უბრალოდ თავის საკუთრებას იცავს;
10. და ბოლოს, ბავშვებს მშობლები ყველაფრის მიუხედავად ძალიან უყვართ!