მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
1. აუცილებლად გამონახოს ყოველდღე იმის დრო, რომ ესაუბროს ცოლსა და შვილს. ამასთან, ის არ უნდა გაერთოს ტელევიზორით, მობილური ტელეფონით ან ინტერნეტით.
2. მიუტანოს ცოლს ყვავილები, როგორც დღესასწაულებზე, ასევე - განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, რათა შვილს დაანახოს პატივსცემა.
3. არ დაელოდოს პარასკევს იმისათვის, რომ ჰკითხოს ცოლ-შვილს, როგორ და სად სურთ დასვენების დღეების გატარება.
4. თუ ცოლი დაღლილია და სადილის მომზადების თავი არ აქვს, დახმარება შესთავაზოს მას და ეს შვილებთან ერთად გააკეთოს.
5. პატივი სცეს მეუღლის განცდას, როცა ის გაბრაზებულია ან რაიმეზეა ნაწყენი.
6. თუ აგვიანდება, დარეკოს სახლში და გააფრთხილოს ცოლი.
7. თუ ჭურჭელს გამუდმებით ცოლი რეცხავს, დროდადრო შესთავაზოს დახმარება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის დაღლილია.
8. სახლიდან გასვლისას ჰკითხოს ცოლ-შვილს, რაიმე ხომ არ არის საყიდელი. არ დაავიწყდეს მათი დანაბარები.
9. თუ ვინმემ მისი ცოლი წონასწორობიდან გამოიყვანა, ქმარმა აუცილებლად მისი მხარე უნდა დაიკავოს.
10. იაროს ცოლ-შვილთან ერთად თეატრში, კონცერტებზე, ოპერაში, ბალეტზე ან სხვა ისეთ ადგილას, სადაც მათ უყვართ სიარული.