28 ივნისი, 2018
წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამოცდო ცენტრი არ იქნება - მაია მიმინოშვილის განმარტება
„წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამოცდო ცენტრი არ იქნება,“ - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტრმა მაია მიმინოშვილმა Etaloni.ge-ს განუცხადა.
„ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი აღარ გვექნება საგამოცდო ცენტრად. ძირითადად სკოლები ავირჩიეთ საგამოცდო ცენტრებად. ყველა სკოლა ქალაქის გარეუბანშია. გარდა იმისა, რომ ეს სკოლები ძალიან მოსახერხებელია საგამოცდო პროცესის წარმართვისთვის, ასევე გარშემო აქვს დიდი გამწვანებული ტერიტორია, სადაც გულშემატკივრებს შეუძლიათ, რომ დაელოდონ,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ამასთან, როგორც ცნობილია, წელს კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი გაუქმდა. ხულოს საგამოცდო ცენტრი წელს დროებით დაიხურება, რადგან სკოლას, სადაც გამოცდები იმართებოდა, რეაბილიტაცია უტარდება.
საგამოცდო ცენტრებთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლეა. წელს რუსთავის საგამოცდო ცენტრი კონციდიციონერებითაა აღჭურვილი. მაია მიმინოშვილის თქმით, რუსთავში პილოტირების პროცესი იქნება და თუ გაამართლა, შემდეგ ყველა საგამოცდო ცენტრში დაამონტაჟებენ კონდიციონერებს.