02 ივლისი, 2018
როგორ დაეხმაროთ შვილს პრობლემების დროს
1. მიეცით მას უფრო მეტი თავისუფალი სივრცე - ნუ შეხვალთ ყოველ წამს მის ოთახში. ნუ მოაბეზრებთ თავს კითხვებით. მას მარტო დარჩენა სურს, უნდა, რომ საკუთარი სივრცე ჰქონდეს და ნუ დაურღვევთ მყუდროებას.
2. ნუ უყვირებთ - იცოდეთ, რომ ყვირილით ვერაფერს შეცვლით. პირიქით, ამით უფრო ცუდად აგრძნობინებთ თავს.
3. გამოართვით ციფრული მოწყობილობები - მას არ შეუძლია ხელიდან გაუშვას ტელეფონი, ცდილობს, მაგრამ უბრალოდ არ შეუძლია. იცის, რომ მნიშვნელოვან დროს ტელეფონში, სოციალურ ქსელებში უაზროდ კარგავს, მაგრამ ვერ წყვეტს ფეისბუქის სქროლვას. მას თქვენი დახმარება სჭირდება. დაუწესეთ ლიმიტი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
4. წაიყვანეთ სადმე წყნარ ადგილას - შესაძლოა გითხრათ, რომ თქვენთან ერთად არსად წასვლა არ სურს, მაგრამ თუ წაიყვანთ სადმე მშვიდ ადგილას, სადაც მშვიდად ისეირნებთ, ისაუბრებთ, არ იკამათებთ, ან საერთოდ არ ისაუბრებთ და უბრალოდ მზის ცქერით და ქარის ხმის მოსმენით დატკბებით, ეს საუკეთესო ნაბიჯი იქნება.
5. უპოვეთ ვინმე ისეთი, ვისაც დაელაპარაკება - თქვენს შვილს სჭირდება ადამიანი ვისთანაც გულწრფელად, ღიად ისაუბრებს და ეს ადამიანი თქვენ არ ხართ. მას სჭირდება ზრდასრული ადამიანი, რომლის ცხოვრების წესიც, მისწრაფებებიც მოსწონს და რომელიც მისთვის მისაბაძია და სურს, რომ მას ჰგავდეს.