ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.
ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის.
ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.
სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.
ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:
ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.
ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.
ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.
ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.
გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით:
გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
გადახდა საბანკო გადარიცხვით. მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი" მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007 მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი. ბანკის კოდი: TBCBGE22 ს/კ: 404561979
გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე - 110 ლარი
10 თვე - 209 ლარი
განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.
ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით. ყოველი თვის I ხუთშაბათი „სიბრძნის ხუთშაბათია“ ყოველი თვის II ხუთშაბათი „წიგნიერების ხუთშაბათია“ ყოველი თვის III ხუთშაბათი „ინგლისური ენის ტესტის დღე“ ყოველი თვის IV ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი შემაჯამებელი ტესტის „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“
მოსწავლის ინდივიდუალური შეფასება - Q, T, P
მოსწავლის ყოველთვიური ინდივიდუალური განვითარების ვიზუალური გრაფიკებიQ - დაგროვილი ქულების, T - გამოყენებული დროის,P - პასუხების ვარიაციების მიხედვით.
ონლაინ დიპლომები + EGMU სერტიფიკატი
ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ყოველთვიურად განსხვავებული ონლაინ დიპლომი და EGMU-ს (ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი) სერტიფიკატი.
სტატუს ვარსკვლავების დაგროვება - ოჯახისთვის
სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებში მიღწეული წარმატებებით მოსწავლეს და მის ოჯახს აქვს საშუალება სასწავლო წლის განმავლობაში დააგროვოს „სტატუს ვარსკვლავები“
მოსწავლის შეფასება მიმართულებების მიხედვით
სპეციალურად თქვენი შვილისთვის ინდივიდუალურად შედგენილი კვლევა და რეკომენდაციები მოგცემთ საშუალებას დააკვირდეთ და აღმოაჩინოთ მისი ძლიერი მიმართულებები (ჰუმანიტარული, ტექნიკური, ზოგადი განათლება და ლოგიკა)
მოსწავლის ინდივიდუალური განვითარების გრაფიკები
ყოველთვიური ინდივიდუალური გრაფიკების საშუალებით თქვენ შეძლებთ დააკვირდეთ როგორ ვითარდება მოსწავლის აზროვნება თვიდან თვემდე
მოსწავლის განვითარების შეფასების ინდივიდუალური ონლაინ კვლევა/წერილი
სპეციალურად თქვენი შვილისთვის ინდივიდუალურად შედგენილი ყოველთვიური კვლევა და რეკომენდაციები მოგცემთ საშუალებას დააკვირდეთ და აღმოაჩინოთ მისი ძლიერი მხარეები და მიდრეკილებები (კვლევა და რეკომენდაციები შედგენილია შემაჯამებელ ტესტებში დაგროვებული ქულების, გამოყენებული დროისა და პასუხების ვარიაციების მიხედვით).
მესამე ხუთშაბათის უცხო ენების ტესტი - არჩევითი
ყოველი თვის მესამე ხუთშაბათს გექნებათ საშუალება ინგლისური ენის 5 დონიანი ტესტიდან აირჩიოთ სასურველი დონე და გაიაროთ ტესტი სირთულის მიხედვით.
განათლების პირადი მენეჯერი
მოსწავლეს ეყოლება განათლების პირადი მენეჯერი, რომელიც იზრუნებს მისი სწავლის მოტივაციაზე, გაუგზავნის ტესტების მოსამზადებელ მასალას, დაეხმარება ტესტის გავლაში და იქნება თქვენი ოჯახის გზამკვლევი ცოდნის სამყაროში
სპეციალური დიპლომების საზეიმო გადაცემა
ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებისთვის ტარდება საზეიმო შეხვედრები, სადაც მოსწავლეებს პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს სპეციალური დიპლომებს, ბავშვები გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებს და გაიცნობენ ერთმანეთს
სამოტივაციო პოსტების და ვიდეოების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში
მოსწავლის განათლების პირადი მენეჯერის ხელშეწყობით მოსწავლეები გადაიღებენ ვიდეოებს, რომლებიც გამოქვეყნდება izrune.ge-ს ფეისბუქ-გვერდზე, ჩვენს წარმატებულ იზრუნელებს გაიცნობს მთელი საქართველო... სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება მოსწავლეების წარმატებები izrune.ge-ში და სხვა საგანმანათლებლო მიღწევები
შეგიძლიათ თუ არა გარკვეული ჯგუფის მართვა? - ან დიდ კომპანიას ჩაუდგეთ სათავეში... ალბათ ყველა ფიქრობთ რომ დიახ, მაგრამ შეიძლება ამ ტესტის შევსების შემდეგ საერთოდ სხვა პასუხი მიიღოთ.
1 / 8
მოზარდობის ასაკში უჯერებდით თუ არა მშობლებს?
რა თქმა უნდა
იშვიათად
არასოდეს
2 / 8
როგორ ფიქრობთ, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც ლიდერებად არიან დაბადებულები და მას უნდა ემსახურონ?
არა, რა სისულელეა
ამაზე არასოდეს გიფიქრიათ
რა თქმა უნდა
3 / 8
მოგწონთ როდესაც თქვენზე ზრუნავენ?
ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ
ხანდახან
არა, რა საჭიროა
4 / 8
რთულ სიტუაციაში ადვილად პოულობთ გამოსავალს?
არა
სიტუაციას გააჩნია
რა თქმა უნდა
5 / 8
დარწმუნებული ხართ, რომ კომპანიის დირექტორობას შეძლებთ?
არა, შეგეშინდებათ
დარწმუნებული არ ხართ
რა თქმა უნდა
6 / 8
ხშირად ოცნებობთ იდეალურ ცხოვრებაზე?
დიახ
როცა ძალიან იღლებით
არა, ამ დროს ძალიან მოიწყენთ
7 / 8
სწორია, რომ ხელქვეითებმა უფროსის ბრძანება უსიტყვოდ უნდა შეასრულონ?
არა
არ იცით
დიახ, საქმე ასე მოითხოვს
8 / 8
ლიდერის თვისებებით მამას ან დედას ჰგავხართ?
არა
ალბათ
დიახ
ტესტი: ხართ თუ არა ლიდერობისთვის დაბადებული?
ლიდერობას ვერასოდეს შეძლებთ
ერთადერთი რაც შეგიძლიათ, რთული დავალებების მიღება და უფროსებისგან მუდმივად საყვედურის მოსმენაა. გულს კი მხოლოდ მეგობრებთან წუწუნით იოხებთ. ხანდახან სამსახურში საკუთარი აზრის გამოთქმა არ გაწყენდათ.
გაუზიარე მეგობარს
ტესტი: ხართ თუ არა ლიდერობისთვის დაბადებული?
საუკეთესო შუალედია
თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც თავს არავის დააჩაგვრინებს. თუმცა ხანდახან დათმობაც შეგიძლიათ. საუკეთესო უფროსი ხართ და თანამშრომლებს მუდმივად ეყვარებით.
გაუზიარე მეგობარს
ტესტი: ხართ თუ არა ლიდერობისთვის დაბადებული?
საოცარი ადამიანი ხართ
როგორ ახერხებთ რომ მუდმივად დიქტატორის როლში იყოთ? ლიდერობა ნამდვილად შეგიძლიათ, მაგრამ ხანდახან მეტისმეტი მოგდით. იცოდეთ, რომ განაწყნებული ადამიამიანები ზურგსუკან დამცინავ სახლებს ხშირად მოგიგონებენ.