ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.
ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.
ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!
რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის.
ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.
სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.
ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:
„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.
"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.
ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.
სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...
ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!
საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას.
რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.
გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით:
გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
გადახდა საბანკო გადარიცხვით. მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი" მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007 მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი. ბანკის კოდი: TBCBGE22 ს/კ: 404561979
გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე - 110 ლარი
10 თვე - 209 ლარი
განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.
ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!
სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით. ყოველი თვის I ხუთშაბათი „სიბრძნის ხუთშაბათია“ ყოველი თვის II ხუთშაბათი „წიგნიერების ხუთშაბათია“ ყოველი თვის III ხუთშაბათი „ინგლისური ენის ტესტის დღე“ ყოველი თვის IV ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი შემაჯამებელი ტესტის „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“
მოსწავლის ინდივიდუალური შეფასება - Q, T, P
მოსწავლის ყოველთვიური ინდივიდუალური განვითარების ვიზუალური გრაფიკებიQ - დაგროვილი ქულების, T - გამოყენებული დროის,P - პასუხების ვარიაციების მიხედვით.
ონლაინ დიპლომები + EGMU სერტიფიკატი
ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ყოველთვიურად განსხვავებული ონლაინ დიპლომი და EGMU-ს (ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი) სერტიფიკატი.
სტატუს ვარსკვლავების დაგროვება - ოჯახისთვის
სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებში მიღწეული წარმატებებით მოსწავლეს და მის ოჯახს აქვს საშუალება სასწავლო წლის განმავლობაში დააგროვოს „სტატუს ვარსკვლავები“
მოსწავლის შეფასება მიმართულებების მიხედვით
სპეციალურად თქვენი შვილისთვის ინდივიდუალურად შედგენილი კვლევა და რეკომენდაციები მოგცემთ საშუალებას დააკვირდეთ და აღმოაჩინოთ მისი ძლიერი მიმართულებები (ჰუმანიტარული, ტექნიკური, ზოგადი განათლება და ლოგიკა)
მოსწავლის ინდივიდუალური განვითარების გრაფიკები
ყოველთვიური ინდივიდუალური გრაფიკების საშუალებით თქვენ შეძლებთ დააკვირდეთ როგორ ვითარდება მოსწავლის აზროვნება თვიდან თვემდე
მოსწავლის განვითარების შეფასების ინდივიდუალური ონლაინ კვლევა/წერილი
სპეციალურად თქვენი შვილისთვის ინდივიდუალურად შედგენილი ყოველთვიური კვლევა და რეკომენდაციები მოგცემთ საშუალებას დააკვირდეთ და აღმოაჩინოთ მისი ძლიერი მხარეები და მიდრეკილებები (კვლევა და რეკომენდაციები შედგენილია შემაჯამებელ ტესტებში დაგროვებული ქულების, გამოყენებული დროისა და პასუხების ვარიაციების მიხედვით).
მესამე ხუთშაბათის უცხო ენების ტესტი - არჩევითი
ყოველი თვის მესამე ხუთშაბათს გექნებათ საშუალება ინგლისური ენის 5 დონიანი ტესტიდან აირჩიოთ სასურველი დონე და გაიაროთ ტესტი სირთულის მიხედვით.
განათლების პირადი მენეჯერი
მოსწავლეს ეყოლება განათლების პირადი მენეჯერი, რომელიც იზრუნებს მისი სწავლის მოტივაციაზე, გაუგზავნის ტესტების მოსამზადებელ მასალას, დაეხმარება ტესტის გავლაში და იქნება თქვენი ოჯახის გზამკვლევი ცოდნის სამყაროში
სპეციალური დიპლომების საზეიმო გადაცემა
ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებისთვის ტარდება საზეიმო შეხვედრები, სადაც მოსწავლეებს პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს სპეციალური დიპლომებს, ბავშვები გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებს და გაიცნობენ ერთმანეთს
სამოტივაციო პოსტების და ვიდეოების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში
მოსწავლის განათლების პირადი მენეჯერის ხელშეწყობით მოსწავლეები გადაიღებენ ვიდეოებს, რომლებიც გამოქვეყნდება izrune.ge-ს ფეისბუქ-გვერდზე, ჩვენს წარმატებულ იზრუნელებს გაიცნობს მთელი საქართველო... სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება მოსწავლეების წარმატებები izrune.ge-ში და სხვა საგანმანათლებლო მიღწევები
ტესტი: როგორი დედმამიშვილი ხარ - აქვთ თუ არა შენ და-ძმას შენი იმედი
იმ შემთხვევაში თუ ერთი დედმამიშვილი მაინც გყავთ, მაშინ ეს ტესტი თქვენთვისაა. გადაამოწმეთ საკუთარი თავი.
1 / 9
ინტერესდებით თუ არა თქვენი დედმამიშვილების პრობლემებით?
არა
ზოგჯერ
დიახ
2 / 9
ხშირად იღებთ საერთო გადაწყვეტილებებს?
არა
ზოგჯერ
დიახ
3 / 9
ეხმარებით თუ არა მას საშინაო დავალების შესრულებაში ან საოჯახო საქმეებში?
არა
ზოგჯერ
დიახ
4 / 9
ელაპარაკებით თუ არა უხეშად, როდესაც მასზე გაბრაზებული ხართ?
არა
ზოგჯერ
დიახ
5 / 9
ფიქრობთ, რომ მშობლები მას სწორად აძლევენ შენიშნვებს?
არა
ზოგჯერ
დიახ
6 / 9
ფიქრობთ, რომ მშობლები მას თქვენზე მეტ ყურადღებას უთმობენ?
არა
ზოგჯერ
დიახ
7 / 9
აღიარებთ, რომ ის თქვენზე ჭკვიანია?
არა
ზოგჯერ
დიახ
8 / 9
უბრძანებთ თუ არა, როდესაც რაიმეს გაკეთებას სთხოვთ?
არა
ზოგჯერ
დიახ
9 / 9
განიცდით თუ არა უსიამოვნო განცდას როდესაც ეჩხუბებით?
არა
ზოგჯერ
დიახ
ტესტი: როგორი დედმამიშვილი ხარ - აქვთ თუ არა შენ და-ძმას შენი იმედი
თქვენი იმედი დედმამიშვილს არ აქვს
სამწუხაროა, მაგრამ
ყველაზე ცუდი შედეგი მიიღეთ. ეცადეთ, მასთან უფრო ახლო ურთიერთობა გქონდეთ
და ხშირად დაეხმაროთ მას. დაინტერესდით მისი როგორც პირადი, ისე საზოგადო
ცხოვრებით.
გაუზიარე მეგობარს
ტესტი: როგორი დედმამიშვილი ხარ - აქვთ თუ არა შენ და-ძმას შენი იმედი
ხანდახან ძალიან ხისტი ხართ
კარგი
ადამიანი ხართ და დედმამიშვილსაც უყვარხართ, მაგრამ რაღაცების გამოსწორება
გმართებთ. დასვენების დღეებში დრო ერთად გაატარეთ და ხანდახან თქვენს
ოჯახის წევრს სიურპრიზიც მოუწყვეთ.
გაუზიარე მეგობარს
ტესტი: როგორი დედმამიშვილი ხარ - აქვთ თუ არა შენ და-ძმას შენი იმედი
იდეალური დედმამიშვილი ხართ
თქვენ
სრულყოფილად, შესანიშნავად ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს და
იდეალური დედმამიშვილი ბრძანდებით. გილოცავთ, ასე გააგრძელეთ.