მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ყველა ქვეყანაში თავისებური საგანმანათლებლო სიტემაა დანერგილი. ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნის, იაპონიის საგანმანათლებლო სისტემა, აბსოლუტურად განსხვავებულია სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სიტემებთან და განათლების მიღება ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის საბავშვო ბაღიდანვე იწყება.
პოსტში შემოგთავაზებთ რამდენიმე მაგალითს ამ უდიდესი ისტორიისა და კულტურის ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ:
3 წლის ასაკიდან ბავშვის „საბავშვო ბაღში“ შეყვანა, სავალდებულოა ყველა მშობელისათვის. ბავშვებს ბაღიდანვე შეასწავლიან მათემატიკის საწყისებს და კითხვას. ამიტომ როდესაც ბავშვებს სასკოლო ასაკი მოუწევთ ისინი უკვე მეტ- ნაკლებად გათვითცნობიერებული არიან მათემატიკის საწყისებში და შეუძლიათ წაიკითხონ „ჰირაგანა“(მარცვლოვანი დამწერლობა, რომელიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იაპონური დამწერლობისა) და „კატაკანა” (გრაფიკული ფორმა იაპონური დამწერლობისა).
ბაღის დასრულების შემდგომ ბავშვებს სკოლაში მისაღებად, აუცილებლად გამოცდების ჩაბარება უწევთ (რა თქმა უნდა მათი ასაკიდან გამომდინარე შედგენილი სისტემით). იმ შემთხვევაში თუ ბავშვი გამოცდას ვერ ჩააბარებს, იგი სწავლას აგრძელებს სპეციალურად „მოსამზადებელ სკოლაში” და მეორე სასწავლო წლის დაწყებისას, ხელმეორედ უწევს ბავშვს სკოლაში მისაღები გამოცდების ჩაბარება.
დაწყებითი განათლების მიღება ყველასათვის სავალდებულო და უფასოა. ხოლო მაღალ კლასებსა და უმაღლეს სასწავლებლებში კი ფასიანი.
დაწყებით კლასებში „საშიანო დავალება“ ბავშვებს არ მიეცემათ და იგი მხოლოდ მაღალ კლასებშია აქტუალური, შესაბამისად მაღალ კლასებში საკმაოდ რთული და დიდი მოცულობის საშიანო დავალება ეძლევათ მოსწავლეებს, ამასთანავე მათ უწევთ გაკვეთილების შესაწავლაც, რის გამოც მაღალი კლასის მოსწავლეებს მოიხსენიებენ, როგორც „ყველაზე დაკავებული ადამიანები ქვეყანაში“.
ყველა სკოლას თავისებური სტილის სხვადასხვა ფორმები გააჩნიათ.
აბსოლუტურად ყველა სკოლის შესასვლელში განლაგებულია კარადები, სადაც ბავშვები ქურთუკებს, ქუდებსა და სხვა ნივთებს ინახავენ.
უმეტეს იაპონურ სკოლაში არის მკაცრი წესი დანერგილი, რომელიც თმის ფერს შეეხება. მხოლოდ ბუნებრივი თმის ფერით შესაძლოა მაღალი კლასის მოსწავლეები გამოცხადნენ სკოლაში და მათთვის „თმის შეღებვა“ ყოვლად დაუშვებელია.
გოგონებისთვის არ შეიძლება სკოლაში მისვლა საიუველირო ნაკეთობებით და კოსმეტიკური საშუალებების შეტანაც სკოლის ტერიტორიაზე მკაცრად აკრძალულია.
ტიპიური იაპონური სასკოლო კლასი 30-40 ბავშვისაგან შედგება.
სკოლის მოსწავლეები ვალდებული არიან შეისწავლონ წერა-კითხვა სამი სხვადასხვა მეთოდებით: სწორი იაპონური იეროგლიფები, იაპონური ვერსია ჩინური იეროგლიფებისა და ლათინური ანბანი. ძირითადი სასკოლო საგნები კი გახლავთ: მათემატიკა, იაპონური სოციალური მეცნიერებები, ინფორმატიკა, კალიგრაფია, ჰაიკუ, ტრადიციული ხელოვნება, მუსიკა და ფიზკულტურა. სულ ცოტა ხნის წინათ კი იაპონურ დაწყებით კლასებში სასწავლო საგნად ინგლისური ენის შესწავლა დაემატა.
იაპონური სკოლები მდიდარია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით, რომლებითაც მიმდინარეობს კიდეც სწავლება (ინტერნეტი და სხვა). სკოლებშიარ არსებობს „დამლაგებლის“ შტატი, აღნიშნულ მოვალეობას სასკოლო დღის დასრულების შემდეგ თავად მოსწავლეები ასრულებენ, ეს ეხება არა მარტო კლასების დალაგებას, არამედ კორიდორებისა და სკოლის ეზოების დასუფთავებასაც.
საზაფხულო არდადეგები 40 დღის მანძილზე გრძელდება, 20 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით. ზამთრის არდადეგები კი 10 დღე გრძელდება 26 დეკემბრიდან – 6 იანვრის ჩათვლით. საგაზაფხულო არდადეგები კი ასევე 10 დღით, 25 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით.
სასწავლო წელი იაპონურ სკოლებში აპრილში იწყება, ხოლო გაკვეთილები კი იწყება 8:30 საათზე და გრძელდება 15:00-მდე. სკოლებში აკრძალულია, რაიმე საკვების ან წამლის შეტანა, ასევე ნებისმიერი სახის შოკოლადის ან ორცხობილას ჩათვლით.
უდიდესი ყურადღება ექცევა სკოლებში ფიზიკურ აღზრდასა და ჯანმრთელობას. სკოლებში არიან სპეციალურად დიეტოლოგები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ბავშვების კვების რაციონს.
იაპონურ სკოლებში ყოველი სასწავლო დეტალი, გათვლილი და ხელოვნების დონემდეა აყვანილი. სწორედ ამიტომ არ არის ალბათ გასაკვირი ამ ქვეყნის უდიდესი წარმატებები მსოფლიო არენაზე.