04 ივლისი, 2018
დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 97%-ზე მეტი გამოცხადდა
ამ წუთებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 97%-ზე მეტი.
შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი: 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 5 ივლისს, დილით.
ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით.