05 ივლისი, 2018
რა სახელწოდებით იქნება წარმოდგენილი გაერთიანებული სამინისტრო
„მთავრობის პოზიცია არის, რომ დავეთანხმოთ შემოთავაზებას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასათაურებით იქნება წარმოდგენილი ახალი სამინისტროს სახელი,“- აღნიშნულის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ის, რაც სესიაზეც იყო გამოთქმული დასათაურებასთან დაკავშირებით, განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროს სათაურში მეცნიერება დამატებოდა. მთავრობის პოზიცია არის, რომ დავეთანხმოთ ამ შემოთავაზებას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასათაურებით იქნება წარმოდგენილი ახალი სამინისტროს სახელი. შესაძლოა, საკითხი დღესვე დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით გავიდეს კენჭისყრაზე, რის შედეგაც ამ კვირაშივე პრეზიდენტს გადაეგზავნება,“ - აღნიშნა ნათია მიქელაძემ.