მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ტაილანდში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის საშუალებით, მღვიმეში ჩარჩენილი მეთორმეტე ბავშვიც გამოიყვანეს. ამის შესახებ უცხოური სააგენტოები ავრცელებენ ცნობას.
მღვიმიდან ამოყვანილი ბავშვები საავადმყოფოში ერთ კვირას გაატარებენ, რადგან დიდია მღვიმეში დაინფიცირების საფრთხე.
აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორ მათგანს პნევმონიის ნიშნები აღენიშნებათ და ექიმები მათ ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე ბიჭები თავს კარგად გრძნობენ.
11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 18 დღის წინ დაიკარგნენ.
გუნდის წევრები მწვრთნელთან ერთად ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, თუმცა მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდნენ.
დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.