მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
2017 სასწავლო წლის დაწყებას მოუთმენლად არა მარტო უამრავი პირველკლასელი ელოდა. როგორც ჩანს, განსაკუთრებული მზაობა ქართველ პედაგოგებსაც არ დაუკლიათ და ცხოვრების ახალი ეტაპის საინტერესოდ დაწყებას მათ მოსწავლეებთან ერთად, ვანის, ხაშურის, თბილისის და სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე მასწავლებლებიც აქტიურად გეგმავდნენ.
იმ ფონზე, როდესაც ინტერნეტ სივრცე აჭრელებულია ფინური, გერმანული, ევროპული განათლების სისტემის შესახებ არსებული უამრავი მაგალითით, ქართველი პედაგოგოების ინოვაციური მიდგომები მოსწავლეებისადმი გარკვეულწილად იჩრდილება.
Izrune.ge-მ თქვენთვის ექსკლუზიურად მოიძია უამრავი მაგალითი იმის შესახებ, რომ საქართველოში სასკოლო განათლების მიღება არა რუტინული, არამედ ძალიან სახალისოც არის.
დაწყებითი კლასების პედაგოგი, ხათუნა ყოჩაშვილი მოსწავლეებს ულამაზესი თაიგულით ხვდება, კლასი კი საგანგებოდ არის გაფორმებული, რომ პატარებს საზეიმო განწყობა შეექმნათ.
პედაგოგი მარი თოდუა მისი მოსწავლეების მიერ გაფორმებული საკლასო ოთახის ფოტოს გვიზიარებს. თემა- „შემოდგომა“.
Izrune.ge-ს ყურადღება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლამ მიიპყრო, პედაგოგი მაია ფარტენაძე ახალ ასო-ბგერებსა და სიტყვებს მოსწავლეებს ასეთი ორიგინალური მეთოდით ასწავლის.
ეს ვანის N2 საჯარო სკოლაა. პედაგოგი თეა ნიკოლეიშვილი. „აი იას“ შესწავლა მულტიპლიკაციური გაფორმებით და სახალისო ღონისძიებებით. ნამდვილი დღესასწაულია არა?
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის მეორე საჯარო სკოლაში ყველაზე პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიან. თითოეული გაკვეთილი სრულფასოვანი პრეზენტაციისა და სახალისო აქტივობების ფონზე მიმდინარეობს.
„ჩვენი სკოლა- „კორბოულის მეორე საჯარო სკოლა ამ წლის ოქტომბერში ჩაერთო Gpried-ისპროექტში და დღეს, მეორე ღია გაკვეთილი ჩავატარე. ამჯერად მათემატიკაში. სამივე ფაზის გამოყენებით და სხვადასხვა სახალისო აქტივობებით. ყველა სასწავლო რესურსი თუ პლაკატი ჩემი ხელით შევქმენი. გაკვეთილი ერთობლივად დავგეგმე კოლეგებთან.“- აღნიშნავს იამზე ჩარქსელიანი- გოგატიშვილი და ფოტოებსაც აქვეყნებს.
„ანბანეთში შებრძანება“- ხაშურის რაიონის, ოსიაურის საჯარო სკოლის პირველი კლასის პედაგოგი ნადეჟდა მარაბდელი პირველკლასელებს ანბანს ასეთი მხიარული აქტივობებით ასწავლის.
დუშეთის რაიონის II საჯარო სკოლის პედაგოგი, ლია ჯაბანაშვილი კი კოლეგებს პირვეკლასელთათვის განკუთვნულ სახალისო გაკვეთილების ცხრილს უზიარებს. პატარები, რომლებმაც ჯერ წერა- კითხვა არ იციან, ასეთი ცხრილს ადვილად დაიმახსოვრებენ და მეცადინეობის შემდეგ სახელმძღვანელოების ჩანთაში ჩალაგებაც არ გაუჭირდებათ.
„გადმოწერეთ და სურვილისამებრ გადააადგილეთ გაკვეთილები. შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა“- წერს ლია ჯაბანაშვილი.