იზრუნე ტესტები
მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
„მასწავლებლებს, რომლებიც მიიღებენ შეთავაზებას, რომ იმუშაონ შესაბამისი საათების რაოდენობით, ხელფასები გაეზრდებათ,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული შეთავაზება სკოლის პედაგოგებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში მოხდება.
„უახლოესი თვეების განმავლობაში სკოლის სერთიფიცირებული მასწავლებლებისთვის (საუბარია მაღალ სამ დონეზე) მოხდება შეთავაზება. მასწავლებლები, რომლებიც მიიღებენ შეთავაზებას, რომ იმუშაონ შესაბამისი საათების რაოდენობით, მათი ხელფასი ადეკვატურად გაიზრდება,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.