მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბრიდან საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება დაიწყება.
გამყრელიძის თქმით, ამ კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მისი თქმით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებული მცირე კვლევებით დადგინდა, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის ზომიერი მატებაა, დაახლოებით 15%-დან 20%- ის ფარგლებში.
„აუცილებელია გავაანალიზოთ, რაც გვაქვს, დავგეგმოთ რას ვაკეთებთ და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. სექტემბრიდან გაეროს ბავშვთა ფონდთან და იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად ტარდება დიდი კვლევა ბავშვებში. კვლევები გვიჩვენებს, თუ რასთან გვაქვს საქმე ქვეყანაში. აქამდე ჩატარებული კვლევები მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებზე იყო, ხოლო მთლიანად ქვეყანაში რა ხდება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია წლის ბოლოს, ამ კვლევის შემდეგ გვექნება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ 17 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება.