24 ივლისი, 2018
„განგაშია ასატეხი“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილის სკანდალური განცხადება ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე
ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე ბოლო დროს ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელშ მეგობრის პოსტი გაავრცელა, რომელსაც თავადვე გასცა პასუხი.
ნატალია მუჩაიძე: "მე მომატებული მაქვს ტყვიის დონე სისხლში. დღეს მითხრეს პასუხი აშშ-ი და თან დაამატეს "მაქედან ვინც ჩამოდიხართ, მომატებული გაქვთ, რას ჭამთ? რას სუნთქავთო?" აი, ასე ზრუნავენ ჩვენზე, დღე და ღამე! მე თუ მაქვს მომატებული, ე.ი. ყველას გაქვთ მომატებული! პროდუქციაზე უნდა დაწესდეს რეგულაციები! მასე ცხოვრება არ შეიძლება!"
ინგა მამუჩიშვილი: "ნატა, 2004-2007 წლებში ვატარებდი კვლევას "სტრეს-მაინდუცირებელი რისკ-ფაქტორების გავლენა ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობაზე". ბევრი ფაქტორი შევისწავლე, მათ შორის მძიმე მეტალების შემცველობა ბავშვების თმასა და ფრჩხილში. კვლევა ტარდებოდა თბილისში და მიღებული მონაცემები დარდებოდა საკონტროლო ჯგუფში მიღებულ მონაცემებს (ბარისახო). თბილისში ყველას მომატებული ჰქონდა, ბარისახოში - არცერთს.
აქედან გამომდინარე ხომ გასაგებია, რა დღეშია თბილისი... ჩვენთან რაც შემოდის (საკვები, საღებავები და სამშენებლო მასალა, სათამაშოები, ბენზინი და სხვა, ჩამოთვლა შორს წამიყვანს), მოკლედ, ნიადაგიც და ჰაერიც გაჯერებულია ტყვიით!!!!
მოგცლიათ ერთი, ვის აინტერესებს... წინ არჩევნებია... არადა, განგაშია ასატეხი, განგაში... სასწრაფოდ უნდა დაწესდეს კონტროლი მავნე ნივთიერებების შემცველობაზე ჰაერშიც, ნიადაგშიც, საკვებშიც და ყველაფერში, რასაც ადამიანი და განსაკუთრებით ბავშვები მოიხმარენ!!! თორემ... ძალიან სავალალო შედეგები გვექნება..." - წერს ინგა მამუჩიშვილი.