27 ივლისი, 2018
„ეს საშინელი ზღაპრები როგორ შეიძლებაო“ - ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ზღაპრის მნიშვნელობაზე საუბრობს
„ეს საშინელი ზღაპრები, ხოცვა-ჟლეტა და ბორტება, როგორ შეიძლებაო - ხშირად მხვდება მსგავი ფრაზები ყურში“...
უნდა ვაკითხოთ თუ არა შვილებს ზღაპრები და რა მნიშვნელობა აქვს მას ბავშვის განვითარებისთვის? - ამ თემაზე ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ერთერთ ლექციაზე საუბრობს.
მისი თქმით, ზღაპრის საშუალებით შემოდის ჩვენში ცხოვრებისეული რეალობები და ამ გზით ბავშვი სამყაროსთან ადაპტირდება.
ზღაპარი ბავშვის წარმოსახვის, მეტყველებისა და ემოციური განვითარებისთვისაა აუცილებელი და თუნდაც „შავ ხელზე“ ისტორიების კითხვა, შიშისა და ინტერესის განცდა, ემოციური რეგულაციისთვისაა აუცილებელი.
გაგოშიძის თქმით, დღევანდელობაში, მაშინ, როდესაც მშობლები სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ შვილებთან, 20-30 წუთის განმავლობაში ზღაპრის ერთობლივი კითხვა და მშვიდი კომუნიკაცია, უებარი საშუალებაა ბავშვის მომავალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.