01 აგვისტო, 2018
რა არის საჭირო, რომ თავი ბედნიერ დედად იგრძნოთ
ქალების დიდი ნაწილი შვილის გაჩენის შემდეგ საკუთარ ცხოვრებას მთლიანად ბავშვის მოვლასა და ზრუნვაზე ხარჯავს. გადის დრო და დედები ხშირად დეპრესიის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. თუ გსურთ, რომ ბედნიერი დედა იყოთ, მაშინ ჩვენს მიერ ქვევით ჩამოთვლილი რჩევები გაითვალისწინეთ.
1. მოძებნეთ დრო საკუთარი თავისთვის - დიახ, თუ მოინდომებთ, აუცილებლად გამონახავთ მცირე დროს. შეიძლება ეს დრო საკუთარ თავთან მარტო დარჩენისთვის გამოიყენოთ და უბრალოდ დაიძინოთ. ან ეს დრო სილამაზის პროცედურებისთვის გამოიყენოთ.
2. დაუთმეთ დრო მეუღლეს - არ აქვს მნიშვნელობა ამ დროს კაფეში წახვალთ, უბრალოდ გაისეირნებთ თუ აივანზე ისაუბრებთ...
3. ხშირად გაუღიმეთ საკუთარ თავს - აბაზანაში ჩაკეტვას და ტირილს, ჯობია, რომ ხშირად გაუღიმოთ საკუთარ თავს სარკეში.
4. დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ შეისვენეთ - ზოგჯერ დგება მომენტი, როცა სახლიდან გაქცევა გინდათ და გსურს, შენი საქმე სულ ცოტა ხნით მაინც გააკეთოს სხვამ. ასე რომ არ დაგემართოთ, აუცილებლად უნდა მისცეთ საკუთარ თავს შესვენების საშუალება.
5. იყავით სასიამოვნო ადამიანი სხვების მიმართ - ბედნიერი დედები არ განსჯიან სხვა მშობლებს, არ ჭორაობენ სხვების შესახებ. ისინი იღიმიან, არიან კეთილები და სასიამოვნო ადამიანები.