01 აგვისტო, 2018
გაიცანით მსოფლიოში ყველაზე პატარა მასწავლებელი ინდოეთიდან
აზატ სინგხი მსოფლიოში ყველაზე პატარა მასწავლებლად ითვლება. მამაკაცი ინდოეთში ცხოვრობს და ქალაქ ჰარიანის ქალთა სკოლაში ინფორმატიკას ასწავლის.
იშვიათი გენეტიკური დაავადების გამო აზატი 5 წლის იყო სიმაღლეში ზრდა რომ შეწყვიტა. იგი 22 წლის ასაკში 90 სმ და წონაში 15 კილოგრამია.
მძიმე დიაგნოზის მიუხედავად აზატს სწავლაზე უარი არ უთქვამს და ბავშვობის ოცნება აისრულა და საკუთარი შემოსავლის წყალობით თავს ბედნიერად გრძნობს. მისი ახლანდელი ხელფასი დაახლოებით 500 ლარის ექვივალენტია, რაც ღარიბი ინდოეთისთვის ცუდ ხელფასად არ ითვლება.
მოსწავლეებს ძალიან უყვართ თავიანთი მასწავლებელი და მას "ჩოტუ"-ს ეძახიან, რაც ინდურ ენაზე - "პატარა ბატონს" ნიშნავს.