izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საგანმანათლებლო სიახლეები
02 აგვისტო, 2018
„ყოველ წელს არ არის ასეთი შემთხვევა“ - სოფო დოლიძე ზოგადი უნარების შედეგებზე
„წელს ზოგადი უნარების გამოცდაზე მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა შეძლო მაქსიმალური ქულის (80) აღება,“ - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ Etaloni.ge-ს განუცხადა.

„ძალიან სასიხარულოა, რომ წელს გვაქვს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე-4 ვარიანტში 80 ქულა აიღო აბიტურიენტმა. ყოველ წელს არ არის ასეთი შემთხვევა. გვიხარია, რომ არსებობს განსაკუთრებული უნარების მქონე აბიტურიენტი. გვყავს ასევე 79, 78 და 77 ქულიანი აბიტურიენტები,“ - აცხადებს სოფო დოლიძე. 

მისივე თქმით, წელს ყველაზე რთული მე-2 ვარიანტი აღმოჩნდა. ამ ვარიანტის აბიტურიენტებისთვის ბარიერი შედარებით ნაკლები, 22 ქულა იქნება.

„ტესტის სირთულეს ვადგენთ აბიტურენების ნაშრომების საფუძველზე, თუ როგორ შეასრულეს მათ ტესტის თითოეული დავალება. თითოეული დავალების სირთულიდან გამომდინარე კი საშუალო სირთულეს განვსაზღვრავთ,“ - აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება სკალირების პრინციპს, სოფო დოლიძის თქმით, მისი მთავარი ამოცანაა, რომ ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იყოს:

„სკალირება ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, მით უმეტეს, როდესაც ვარიანტებს შორის არის განსხვავება სირთულის თვალსაზრისით და შეუძლებელია, რომ განსხვავება არ იყოს. სკალირების პროცედურას მივმართავთ იმისათვის, რომ ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იყოს და არ დაიჩაგრონ ისინი, ვინც რთული ვარიანტი შეასრულეს. ამასთან, არ მინდა, აბიტურიენტებს ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ რთული ვარიანტის, მაგალითად, მე-2 ვარიანტის ყველა აბიტურიენტს ერთნაირად დაემატება რაღაც კონკრეტული ქულა. ეს არასწორი წარმოდგენაა. არ არის ასე, რომ მოჭრილად ყველას ერთი და იგივე ქულა დაემატება. 4-ვე ვარიანტის ქულების განაწილება რომ წარმოვიდგინოთ თითოეულ ქულაზე ვითვლით, ყველაზე მარტივი, მაგალითად, 10 ქულის მიღება რომელ ვარიანტში იყო, 15 ქულის მიღება ყველაზე მარტივი რომელ ვარიანტში იყო. რამდენი პროცენტი აღმოჩნდა 15 ქულის ქვევით ამა თუ იმ ვარიანტში. ყველაზე მარტივი სადაც აღმოჩნდება 15 ქულის აღება, იმ ქულად გადაიქცევა ყველა დანარჩენ ვარიანტებში ქულები. ასე ვითვლით,“ - განაცხადა სოფო დოლიძემ.

როგორც სოფო დოლიძემ აღნიშნავს, წელს წინა წლების მსგავსად, დაახლოებით იგივე შედეგებია. ამასთან, მისივე თქმით, მე-3 ვარიანტი სირთულის მიხედვით, საშუალოზე უფრო ადვილი აღმოჩნდა:

„ზოგადი უნარების გამოცდა თავისი არსითა და ფორმატით ისეთი ტიპის გამოცდაა, ისეთ რამეს აფასებს, რომ აქ რადიკალური ცვლილებები ძალიან ძნელად წარმოსადგენია. არც არის ასეთი ცვლილებები. წლევანდელმა გამოცდებამაც ეს აჩვენა. დაახლოებით ისეთივე შედეგი გვაქვს, როგორიც შარშან. ზოგიერთი ვარიანტი იმაზე უფრო ადვილია, ვიდრე შარშან. მაგალითად, მე-3 ვარიანტი საშუალოზე უფრო ადვილიც არის. დანარჩენი ვარიანტები კი შარშანდელის მსგავსია სირთულის მიხედვით.“

მისივე ინფორმაციით, უნარების გამოცდაში ჩაჭრის მაჩვენებელი წელს შარშანდელთან შედარებით გაზრდილია:

„წელს ჩაჭრილთა პროცენტი ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე შარშან. 13%-ზე ცოტა მეტია წელს, შარშან კი - 12%-ზე მეტი იყო. ასეთი მცირე ცვლილებები, რა თქმა უნდა, არსებობს. რამე ტენდენციაზე საუბარი, რომ გაუმჯობესდა ან გაუარესდა შედეგები, შეუძლებელია. არსებითად სურათი სტაბილურად ერთნაირი გვაქვს,“ - აცხადებს სოფო დოლიძე Etaloni.ge-სთან საუბრისას.


რას ამბობენ ჩვენზე