03 აგვისტო, 2018
1 რამ, რაც ყველა მშობელმა შვილს უნდა ასწავლოს
„მადლობა“ - ეს სიტყვა ერთ-ერთია დედასთან, მამასთან და სხვა სიტყვებთან ერთად, რომელსაც ბავშვი ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან სწავლობს.
თუ ბავშვი ისეთ გარემოში იზრდება, სადაც მშობლები ხშირად გამოხატავენ მადლიერების გრძნობას და ხშირად ამბობენ სიტყვას - „მადლობა“, ის მიმართვის თავაზიან ფორმებს სწავლობს. ხოლო მას ვისაც მადლიერების გამოხატვა შეუძლია, ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება ელოდება.
კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორი, სარა ალგოე კვლევის ჩატარების შემდეგ მივიდა დასკვნამდე რომ როცა ადამიანის მიმართ მადლიერებას გამოხატავ, საპასუხოდაც კეთილგანწყობას იღებ, ეს კი, მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობებს აყალიბებს.
გაითვალისწინეთ, რომ ფრაზა - „მადლობას გიხდი,“ საკმარისი არ არის. თქვენ უნდა იცოდეთ მისი მნიშვნელობა, აბსოლუტურად გააზრებულად და გულწრფელად უნდა იხდიდეთ მადლობას.
იცით, როგორ უნდა ასწავლოთ შვილს მადლობის გადახდა?
1. იყავით მაგალითი - ბავშვები დიდ ყურადღებას აქცევენ მშობლების ქცევებს, მათ თითოეულ სიტყვას და მაგალითს სწორედ მშობლებისგან იღებენ. თუ შეგილიათ მადლიერების გულწრფელად გამოხატვა და ამას თქვენი შვილები ხედავენ, ისინიც აუცილებლად მოიქცევიან თქვენ მსგავსად.
2. ესაუბრეთ მადლიერების შესახებ - ესაუბრეთ შვილებს მადლობის გადახდის მნიშვნელობაზე. მის დადებით გავლენაზე ჯანმრთელობისა და ბედნიერების მოტანის კუთხით.