06 აგვისტო, 2018
5 პრობლემა, რომლებსაც მშობლები შვილებს ხელოვნურად უქმნიან
1. დეპრესია და ნაკლები დამოუკიდებლობა - ზოგიერთი მშობელი ყოველთვის დიდი დოზით ერევა შვილის ცხოვრებაში, ზედმეტ მზრუნველობას იჩენენ. არ აძლევენ მათ საშუალებას თავად მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. შედეგად კი, ბავშვი ყალიბდება ადამიანად, რომელიც არ არის დამოუკიდებელი, სტანჯავს დეპრესია და შიშები.
2. მავნე მიდრეკილებები - თუ მშობელი ხშირად ეუბნება ბავშვს თუ რამდენ პრობლემას უქმნის, მოზარდი საბოლოოდ დაასკვნის, რომ ყველა ბედნიერი იქნება მის გარეშე. შედეგად, როცა იზრდება, ცდილობს, თვითგანადგურების გზები იპოვოს. უჩნდება მიდრეკილება ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი.
3. არ შეუძლია დაისვენოს და განიტვირთოს - „სერიოზულად მოიქეცი“, „ნუ ხარ ასეთი ბავშვი“ - მსგავსი ფრაზები ზრდასრულ ადამიანზეც კი მოქმედებს და არ აძლევს მოსვენების საშუალებას.
4. დაბალი თვითშეფასება - მშობლები, რომლებიც გამუდმებით ადარებენ საკუთარ შვილს სხვა ბავშვებს, იღებენ თვითკრიტიკულ მოზარდს და როცა ის უკვე იზრდება, სხვადასხვა კომპლექსები უყალიბდება და აქვს დაბალი თვითშფასება.
5. წარუმატებელი პირადი ცხოვრება - დირექტივა - „არავის ენდო“, უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე. ის მთელ სამყაროს მტრად აღიქვამს და არავის ენდობა, როცა ის უკვე მოზრდილია, ვერ ალაგებს პირად ურთიერთობებს.