09 აგვისტო, 2018
სექტემბრიდან სკოლებში აგვისტოს ომის გმირების ისტორიებს ისწავლიან
2018-2019 სასწავლო წლიდან ზოგიერთ სკოლაში, ახალი საგნის „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ ფარგლებში, მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიებს ისწავლიან.
პროექტი პირველ ეტაპზე საპილოტე იქნება, მომავალი წლიდან კი, როდესაც მე-7-მე-12 კლასებისთვის ახალი სტანდარტი ამოქმედდება, შესაძლოა, ეს საგანი სავალდებულო გახდეს.
„თავდაცვა და უსაფრთხოება“ მეათე კლასელებისთვის იქნება განკუთვნილი.
სახელმძღვანელოს შედგენაზე განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივად მუშაობდნენ, წიგნი უკვე მზადდება დასაბეჭდად.