10 აგვისტო, 2018
იმისათვის, რომ თქვენი შვილი გონიერი იყოს და კარგად ისწავლოს - 5 რჩევა
ბავშვებისთვის კარგი სწავლისა და გონების სწორად მუშაობისთვის აუცილებელია ხელშეწყობა და სწორი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება, რომელშიც მშობლები უნდა დაეხმარონ.
1. ძილი - ბავშვს დღე-ღამეში მინიმუმ უნდა ეძინოს 8 საათი, იმისათვის რომ მისი ტვინი ნორმალურად განვითარდეს.
2. აუცილებელია დილით ჯანსაღი საუზმე, ბავშვი, რომელიც მშიერი გავა სახლიდან დღის განმავლობაში ძალიან მალე დაიღლება გონებრივად. აქვე აღვნიშნავთ, რომ საუზმე აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი.
3. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვს ადვილად შეუძლია ახალი ენების ათვისება. თუ ბავშვი 1-ზე მეტ ენას ფლობს და მესამეს სწავლობს, მისი გონება გაცილებით სწრაფად მუშაობს.
4. სხვადასხვა ტიპის გონებრივი თამაშები ბავშვებს აზროვნების სისხარტეში ეხმარებათ. ჭადრაკი, კროსვორდები და სხვადასხვა სირთულის თავდასტეხები ხელს უწყობს მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
5. აჩვენეთ, მას რომ ენდობით - ნუ დაანახებთ რომ მისი არ გჯერათ და ზოგადად თქვენი სიმკაცრით ნუ აიძულებთ შვილს, რომ რამე მოგატყუოთ ან დაგიმალოთ. აჩვენეთ მას ძალიან დიდი ნდობა და ნახავთ, როგორ შეცვლის ეს თქვენს შორის ურთიერთობას.