izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
რჩევები მშობლებს
13 აგვისტო, 2018
7 ყველაზე მარტივი კითხვა, რომლებსაც შვილები მშობლებს უსვამენ
1. რატომ ღამდება?

ბავშვებს ხშირად აინტერესებთ, სად იმალება ღამით მზე. მშობლებს შეუძლიათ აუხსნან თავის პატარებს, რომ მზე სინამდვილეში უძრავია, მის გარშემო კი ჩვენი პლანეტა მოძრაობს. დედამიწა ტრიალდება მზისკენ ხან ერთი მხარით, ხან მეორეთი. და იმ მხარეს, რომელიც მიტრიალდა მზისკენ - დგება დღე, საწინააღმდეგო მხარეს კი - ბნელი ღამეა.

2. რატომ არის ცა ცისფერი?


მზის შუქი დედამიწის ატმოსფეროში იფანტება. თეთრი ფერი გარდაიქმნება, რის შემდეგ ხდება მისი დაყოფა ცისარტყელას შვიდ ფერად. ლურჯი ფერი კი სხვა ფერებზე უფრო ძლიერად იფანტება, ამიტომაც ცას უღრუბლო ამინდში გამოხატული ცისფერი ფერი აქვს. რატომ არ არის ცა ლურჯი? იმიტომ რომ ლურჯი ფერის შერევა ხდება სხვა ფერებთან.

3. რამდენს იწონის ჩვენი პლანეტა?

დედამიწის მასა პირველად 1774 წელს განსაზღვრა ნევილ მეკელინმა პერტშირიდან (შოტლანდია). ახლა ჩვენი დედამიწა იწონის 5 976 000 000 000 000 000 000 ტონას. გასაკვირია, მაგრამ ყოველწლიურად დედამიწა უფრო მძიმე ხდება. მის ზედაპირზე ყოველ წელს ილექება დაახლოებით 30 000 ტონა კოსმიური მტვერი.

4. რატომ არ სტკივა თავი კოდალას?


იმისათვის რომ გამოკვებოს საკუთარი თავი და ბარტყები, კოდალა წამში 20-50 დარტყმას აკეთებს. მაგრამ ასეთი დატვირთვისას კოდალებს მაინც არ ემართებათ არც ტვინის შერყევა, და არც თავის ტკივილი. ბიოლოგების აზრით, კოდალას ქალა და ნისკარტი მკაცრად სწორ ხაზზე ბრუნვითი მოძრაობების გარეშე მოძრაობენ.

5. რატომ ვარდება ვარსკვლავი?

ეს არის მცირე ზომის ქვები, რომლებიც კოსმოსიდან მოფრინავენ. როდესაც დედამიწას უახლოვდებიან, ქვები ეჯახებიან პლანეტის ჰაეროვან გარსს და ხურდებიან, რაც იწვევს ზუსტად იმ კაშკაშს. „ვარსკვლავებს“, რომლებიც იწვებიან ატმოსფეროში, უწოდებენ მეტეორებს. მეტეორის ნაწილებს, რომლებმაც დედამიწის ზედაპირამდე მიაღწიეს, მეტეორიტებს უწოდებენ.

6. რატომ არის წყალი გამჭირვალე?

წყალი შედგება წყალბადისა და ჟანგბადისგან, ეს აირები კი - უხილავია. ბუნებაში წყლის ფერის შეცვლა კი მასში გახსნილი ნაწილების (წყალმცენარეების, თიხის, ფოთლების და ა.შ.) გამო ხდება.

7. რატომ არის თვითმფრინავი ჩამოკიდებული ჰაერში და არ ვარდება?

ბავშვებს უკვირთ, როდესაც ხედავენ, რომ მსუბუქი ბუმბულიც კი ვარდება მიწაზე, თვითმფრინავი კი მშვიდად „კიდია“ ცაში. ამ საიდუმლოს მეცნიერული ახსნა გააჩნია: ჰაერის ნაკადი რკალად ეფინება ფრთებს ქვემოდან და ზემოდან, რაც თვითმფრინავს ასაფრენად უბიძგებს. თვითმფრინავის დიდი სიჩქარე კი მჭიდროს ქმნის ჰაერს მის ქვემოთ, რაც მას ცაში იჭერს.


რას ამბობენ ჩვენზე