14 აგვისტო, 2018
როგორ უნდა გაიგოთ ინდიგოა თუ არა თქვენი შვილი...
ზოგიერთი სპეციალისტი „ინდიგოს ბავშვებს" განსაკუთრებული თვისებებით ახასიათებს: ინტელექტის მაღალი დონე, უჩვეულო მგრძნობიარობა, ტელეპატიის უნარები და ა.შ.
მკვლევართა ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ ისინი „ადამიანთა ახალ რასას" წარმოადგენენ. ამ ფენომენს რამდენიმე კინოფილმი და წიგნების საკმაო რაოდენობაც მიეძღვნა. მაგრამ მათი ავტორების მოსაზრებები და უშუალოდ თვით ამ პრობლემის ხედვაც საკმაოდ განსხვავდებიან.
როგორ უნდა მიხვდეთ, ინდიგოა თუ არა თქვენი შვილი, ამას ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან შეიტყობთ.
ბავშვი პატარა ასაკიდანვე დამოუკიდებელია, მყარად დგას საკუთარ აზრზე და არ აღიარებს ავტორიტეტებს.
ინდიგო ბავშვებს სპეციალისტები ხშირად უსვამენ ყურადღების დაფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოზს.
ის ხშირად თავს გრძნობს სოციუმისაგან იზოლირებულად და არ ჰყავს ბევრი მეგობარი. მოსწონს მარტოობა და ასე უკეთესად ერთობა.
აქვს მაღალი IQ და შესანიშნავი ინტუიცია. ძალიან მარტივად ითვისებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციებსა თუ უნარ-ჩვევებს.
მას ხშირად ეძახიან „უცნაურსა“ და „განსხვავებულს“. ბავშვების დიდი ნაწილი ერიდებიან მათთან მეგობრობას, რადგან კომპლექსდებიან, რომ მათ თანასწორად არ გამოიყურებიან.
ინდიგო ბავშვს გამორჩეულად უყვარს ცხოველები და გამორიცხულია მათზე იძალადოს.
ხელოვნების რომელიმე სფეროში განსაკუთრებული ნიჭი აქვს. შეიძლება კარგად ხატავდეს ან მღეროდეს.
აქვს ძალიან დიდი ამბიციები და მიაჩნია, რომ როდესაც გაიზრდება შეძლებს მსოფლიოს მასშტაბით შეცვალოს პრიორიტებები.