16 აგვისტო, 2018
პირველკლასელის ჩანთა ერთ კილოგრამს არ გადააჭარბებს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, თემურ მურღულიას განცხადებით, პირველკლასელების სახელმძღვანელოების წონა ერთ კილოგრამს არ გადააჭარბებს.
„ჩვენ სახელმძღვანელოების დაყოფისა და ქაღალდის წონის შემცირების მეშვეობით შევძელით, რომ პირველი კლასის მოსწავლეს არ მოუწევს ერთ კილოგრამზე მეტი ტვირთის ტარება“, – განმარტა მურღულიამ.
მისი განცხადებით, 17 სექტემბრისთვის ყველა სახელმძღვანელო დაბეჭდილი იქნება. წელს სულ 3 მილიონ 800 ათასი სახელმძღვანელო უნდა დაიბეჭდოს, პირველ ეტაპზე 2 მლნ 400 ათასი იბეჭდება.