16 აგვისტო, 2018
„12 წლის ვიყავი, ისე ნუ მომკლავ უფალო, ჩემო, რომ არ მოვავლო სოხუმს თვალები...“ - პეტრე კოლხის მოგონება აფხაზეთზე...
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. ამ თემას სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ. მათ შორის გახლვათ მამა პეტრე კოლხი, რომელის ბავშვობის მოგონება აფხაზეთზე გულგრილს არავის დაგტოვებთ...
„12 წლის ვიყავი ვიყავი, უფროსები ერთმანეთში საუბრობდნენ, სოხუმში ომი იწყება, რა ეშველება ჩვენს ხალხსო. საშინელი დაძაბულობა და ცუდის მოლოდინი იყო. არც სოხუმი ვიცოდი და არც ომის ნამდვილი სახე. უფრო ჩხუბი წარმოვიდგინე. ასე ხომ მე და ჩემი ძმაც ვჩხუბობთ და ვრიგდებით მეთქი, გავიფიქრე.
ძმებს შორის სხვა ჩადგა, ის მზაკვარი და ფარისეველი, მაგარ ქრისტიანად რომ მოაქვს თავი. ვიკითხე, მაინტერესებდა სად იყო სოხუმი. დედამ მითხრა, შენ რომ მოინათლე იქ არისო. ჰო, ილორში მოვინათლე. იმ დროს სამეგრელოს და აფხაზეთის მოსახლეობა ილორში ინათლებოდა. ჩვენ ერთი სალოცავი გვქონდა, ერთი ღმერთი გვყავდა.
ილორს იქით თვალით არ მინახავს აფხაზეთი. ბევრჯერ მიფიქრია, გადავიპარო და გავძღე იქაურობით...
წარმოდგენაში კი მილიონჯერ გადავსულვარ. ყველაზე ხშირად ბედიას ვსტუმრობ. ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატის საფლავთან თავდახრილი ვდგავარ და ვეხვეწები, შენ მაინც იმოქმედე მეთქი.
იქაურობა ჩემთვის ღმერთივით არის. არ მინახავს და ისე მიყვარს...“ - წერს პეტრე კოლხი.
ისე ნუ მომკლავ უფალო, ჩემო, რომ არ მოვავლო სოხუმს თვალები....